შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ალექსანდრე კონიაშვილი![]()
ბიოგრაფიაქართული ეროვნული არმიის გენერალი ალექსანდრე გრიგოლის ძე კონიაშვილი დაიბადა თბილისში, ოფიცრის ოჯახში, 1873 წლის 26 დეკემბერს. დასრულებული ჰქონდა კლასიკური გიმნაზია და თბილისის იუნკერთა სამხედრო სასწავლებელი. რუსეთ–იაპონიის ომის დროს (1904–1905) ალექსანდრე კონიაშვილი ირიცხებოდა ქვეითი ჯარის ოფიცრად. პირველი მსოფლიო ომის წლებში (1914–1918) მიიღო რუსეთის არმიის პოლკოვნიკის ხარისხი და არზრუმის ციხესიმაგრის შტურმით აღებისას დაჯილდოვდა წმ. გიორგის ორდენით. მსახურობდა 155–ე პოლკში, ასრულებდა ქვეითთა დივიზიის უფროსის მოადგილის მოვალეობას, მეთაურობდა პენზის ქვეით ლაშქარს.. 1918–21 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. 1918 წელს ხელმძღვანელობდა საგანგებო რაზმს და სახალხო გვარდიას სამეგრელოში. სოჭის კონფლიქტის დროს (1918–1919) პოლკოვნიკის ჩინით იბრძოდა სოჭის ფრონტზე. 1919 წელს გახდა გენერალ–მაიორი. 1920 წელს იყო ოსეთის მიმართულების ჯარების სარდალი. 1921 წლიდან ალექსანდრე კონიაშვილი იმყოფებოდა ემიგრაციაში, ჯერ თურქეთში, შემდეგ პოლონეთში. 1923 წლიდან ირიცხება პოლონეთის ეროვნულ არმიაში. 1926 წელს მიიღო ბრიგადერის მაღალი სამხედრო წოდება და დაინიშნა ქვეითი ჯარის ერთ–ერთი დივიზიის მეთაურის მოადგილედ. პოლონეთის არმიაში თითქმის ოცწლიანი მოღვაწეობის მანძილზე დაიმსახურა არაერთი მაღალი ჯილდო. პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ სამხედრო სამსახურიდან გადადგა. ცხოვრობდა ჯერ იტალიაში, 1939 წლიდან კი არგენტინაში. გარდაიცვალა 1951 წელს ბუენოს აირესში. დაკრძალულია იქვე. წყარო: 1. ურუშაძე, ლევან. ალექსანდრე კონიაშვილი // ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია / ლევან ურუშაძე. - თბილისი, 2005. - გვ. 20–21 2. გოგიტიძე, მამუკა. ალექსანდრე გრიგოლის ძე კონიაშვილი//სამხედრო ფიცის ერთგულნი : ბიოგრაფიული ცნობარი) / მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი. - თბილისი, 2015. - გვ. 36
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |