The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გიორგი ნოზაძე

გიორგი ნოზაძე
სხვა სახელი:მიხეილ ჩუბინიძე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:19??
გარდაცვ. თარიღი:1991
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

გიორგი ნოზაძე ვიქტორ ნოზაძის უმცროსი ძმა იყო. 1920–იანი წლებიდან ძმები ემიგრაციაში არიან. ემიგრაციაშივე გაიცნო გიორგი ნოზაძემ თავისი მომავალი მეუღლე ლიდა შარაშიძე.

გიორგი ნოზაძე საინტერესო წერილებს წერდა ქართული მწერლობისა და ხელოვნების შესახებ. მისი პირველი წერილი ქართული ქალაქების შესახებ დაიბეჭდა 1929 წელს პარიზში გამოსული ჟურნლ „კავკასიონის“ პირველსავე ნომერში. სანამ 1964 წ. ვიქტორ ნოზაძე პარიზში „კავკასიონის“ გამოცემას აღადგენა, გიორგი თავის წერილებს აქვეყნებდა საზღვარგარეთ გამომავალ სხვ ქართულ პერიოდულ გამოცემებში „ერის დიდება“, „ბედი ქართლისა“.  ლექსებს მიხეილ ჩუბინიძის ფსევდონიმით წერდა.

 ვიქტორ ნოზაძემ შთამომავლობას ექვსი მონუმენტური ტომი დაუტოვა „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ, თუმცა მეექვეს ტომის „ვეფხისტყაოსნის მიჯნურთმეტყველების“ გამოცემას ვერ მოესწრო, ვინაიდან 1975 წ, 23 აპრილს გრდაიცვალა. აუწყობელი დარჩა „მიჯნურთმეტყველების“ მეოთხე ნაკვეთის ბოლო ნაწილი და მეხუთე და მეექვსე ნაკვეთები. ეს საქმე ბოლომდე მიიყვანა გიორგი ნოზაძემ, რომელმაც თვითონ ააწყო, დაბეჭდა და პარიზში 1975 წ. გამოსცა „ვეფხისტყაოსნის მიჯნურთმეტყველბა“.

გიორგი და ლიდა ნოზაძეებს ქართველ მხატვართა (ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, ფელიქს ვარლამიშვილი, ვერა ფაღავა, ვანო ენუქიძე) ნამუშევრების ძვირფასი კოლექცია ჰქონდათ. ცოლ–ქმარი თავის ანდერძში წერდა: „ჩვენი გარდაცვალების შემდეგ ჩვენს ბინაზე არსებული მხატვრული სურათები, სახელდობრ, ლ. გუდიაშვილის „კინტოების ქეიფი“, დ. კაკაბაძის აბსტრაქტული სურათი, ფელიქს ვარლამიშვილის დახატული ოთხი ფერადი სურათი, ვერა ფაღავას ორი ნახატი, ვ. ენუქიძის აბსტრაქტული სურათი გადაეცეს თბილისის ქართულ მუზეუმს.“ ანდერძის თანახმად ზემოთ აღნიშნული ნახატები საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება.

1991 წ. იანვარში ლიდა  ნოზაძე გარდაიცვალა. ერთი თვის შემდეგ გიორგი ნოზაძეც გარდაიცვალა.

წყარო: 

1. შარაძე, გურამю ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია. თბ., 2003. - . 3. - გვ.122- 126.


გააზიარე: