The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


დავით ჩხეიძე

დავით ჩხეიძე
სხვა სახელი:დუდა  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:1902
გარდაცვ. თარიღი:1939  (37 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. ლვოვის გარეუბანი, უკრაინა
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ქართული სამხედრო სკოლის (იუნკერთა სკოლის) უფროსის, გენერალ ალექსანდრე ჩხეიძის ტყუპი ვაჟი – გიორგი და დავით ჩხეიძეები თავადაც ამ სკოლის კურსდამთავრებულები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ სწორედ ალექსანდრე ჩხეიძე ხელმძღვანელობდა სამხედრო სკოლის იუნკერთა ასეულისა და მეათე ათასეულის მიერ წარმოებულ ბრწყინვალე საბრძოლო ოპერაციას კოჯორ–ტაბახმელის მისადგომებთან 1921 წლის 18–20 თებერვალს. ალექსანდრე ჩხეიძის მეუღლე იყო სოფიო კვინიტაძე, გენერალ გიოგი კვინიტაძის და. ტყუპები 1902 წელს დაიბადნენ.

საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ორივე ძმა მამასთან ერთად ჯერ თურქეთში, შემდეგ კი პოლონეთში მოხვდა. დავით ჩხეიძემ 1923 წელს დაამთავრა ვარშავის საკავალერიო სამხედრო სასწავლებელი. ამავე წელს კავალერიის ლეიტენანტი მოქმედ არმიაში განამწესეს. 1926 წელს დაინიშნა ჟულკევის  მე–6 ულანთა პოლკის როტმისტრად. იგი ითვლებოდა საკავალერიო ჯარის ერთ–ერთ საუკეთესო ოფიცრად, ბრწყინვალე მხედრად.

16–წლიანი წარჩინებული სამსახურისთვის დავით ჩხეიძეს მიღებული ჰქონდა პოლონეთის რამდენიმე მაღალი სამხედრო ჯილდო. მისი პოლკი იმ შენაერთის შემადგენლობაში შედიოდა, რომლის ინსპექტორიც მამამისი იყო.  პოლკი ლვოვში იდგა. დავითი სწორედ ამ ქალაქის საბჭოთა საოკუპაციო ჯარის შემოტევებისგან დაცვას შეეწირა.

დავით ჩხეიძე 37 წლის ასაკში, 1939 წლის ოქტომბერში დაიღუპა. დაკრძალულია ქალაქ ლვოვის გარეუბანში

წყარო: 

1. ურუშაძე, ლევან. დავით ჩხეიძე // ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია / ლევან ურუშაძე. - თბილისი, 2005. - გვ. 27


გააზიარე: