შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
გიორგი ტურაშვილი![]()
ბიოგრაფიადამოუკიდებელი საქართველოს არმიის იუნკერი გიორგი ტურაშვილი 1921 წლის თებერვალში იცავდა თბილისის მისადგომებს, იბრძოდა ტაბახმელასთან. საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ თურქეთში, ხოლო 1922 წელს პოლონეთში გადავიდა. 1924 წელს, არტილერიის ოფიცერთა სკოლის დასრულების შემდეგ, საველე არტილერიის მე-6 პოლკში ჩაირიცხა (ქ. კარკოვში). 1939 წელს იბრძოდა გერმანელების წინააღმდეგ. სექტემბრის კამპანიისას, როგორც მე-8 ბატალიონის 25-ე მსუბუქი არტილერიის პოლკის მეთაურმა, მონაწილეობა მიიღო კუტნოს, უენჩიცასა და ბზურას ბრძოლებში, რისთვისაც Virtuti Militari-ს ოქროს ჯვრითაც დაჯილდოვდა. 1944 წლიდან, პოდპოლკოვნიკი ტურაშვილი ეროვნული სახმელეთო ჯარების 106-ე დივიზიაში ჩაეწერა. ომის შემდეგ, კრაკოვში დასახლდა. 1955 წლიდან, იყო პოლონეთის ცხენოსანთა კავშირის მსაჯი. 1957 წლიდან გახდა კრაკოვის საცხენოსნო კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დაინტერესებულ პირებს ცხენზე ჯირითს ასწავლიდა. 2018 წლის მაისში, ზვიეჟინიეცკის ქუჩასთან არსებული პარკი იეჟი ტურაშვილის სახელობის გახდა. პოლონეთის შეიარაღებული ძალების ქართველი საკონტრაქტო ოფიცრის, გიორგი ტურაშვილის შესახებ გადაღებულია დოკუმენტური ფილმი - "საქართველოდან კრაკოვამდე". რეჟისორი პიოტრ ვარისჰი. გარდაიცვალა 1977 წლის 25 მაისს. დაკრძალულია კრაკოვის რაკოვიცკის სასაფლაოზე. წყარო: https://ciu.edu.ge/news/index/qarTveli-gmiris-giorgi-turaSvilisadmi-miZRvnili-Sexvedra http://legionerebi.com/armia1918/?p=787 ყოლბაია დავით. რეჩპოსპოლიტას ფრთებქვეშ : ქართული ემიგრაცია პოლონეთში 1921-1939 = Kolbaia David. Pod skrzydłαmi Rzeczypospolitej : Emigrαcjα gruzińskα w Polsce 1921-1939 : [ფოტოალბომი]. - ვარშავა, 2019.- გვ.227
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |