The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ივანე ჯაფარიძე

ივანე ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1867
გარდაცვ. თარიღი:3 ივლისი, 1934  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

თავადი ივანე (ვანიჩკა) დავითის ძე ჯაფარიძე დაიბადა1867 წლის 1 იანვარს ქუთაისის გუბერნიაში. ზოგადი განათლება მიიღო სამხედრო პროგიმნაზიაში. ჯარში მსახურობდა 1885 წლის 1 სექტემბრიდან. 1886 წელს დაამთავრა კონსტანტინეს მე–2 სამხედრო სასწავლებელი და განამწესეს 150–ე ტამანის ქვეით პოლკში პოდპორუჩიკის ჩინით. 1890 წელს გახდა პორუჩიკი, 1900 წელს – შტაბს–კაპიტანი, 1901 წელს – კაპიტანი.

 1903 –1905 წლებში ივანე ჯაფარიძე მსახურობდა ოზურგეთის მაზრის უფროსად. 1905–1910 წლებში ირიცხებოდა კაპიტნად კავკასიის სამხედრო ოლქის სამმართველოში. 1910 წლის 15 თებერვლიდან 29 აგვისტომდე თადარიგში იყო. იმავე წლის 29 აგვისტოდან 1911 წლის 26 თებერვლამდე ვედენსკის სამხედრო ოლქს ხელმძღვანელობდა.  1911 წლის 26 თებერვალს მიიღო პოდპოლკოვნიკის წოდება. 1911– 1914 წლებში მსახურობდა თერგის მხარის ხასავ–იურტის ოლქის უფროსად, 1914–1917 წლებში კი თერგის მხარის გროზნოს ოლქის სამხედრო უფროსად. 1915 წლის 6 მაისს ჩინებული სამსახურისთვის მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის მე–2 ხარისხისა (1903) და წმ. ანას  მე–2 ხარისხის (1907) ორდენებით.

1918–1921 წლებში ივანე ჯაფარიძე მსახურობდა ქართულ ჯარში გენერალ–მაიორის ჩინით. იყო უცხოურ მისიებთან ურთიერთობების განყოფილების უფროსი და სამხედრო სამინისტროს დავალებათა შტაბ–ოფიცერი.

1921 წლიდან ივანე ჯაფარიძე ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა  საფრანგეთში. ირიცხებოდა „ქართველ მხედართა კავშირში“. გარდაიცვალა 1934 წლის 3 ივლისს ლევილ–სიურ– ორჟში. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.  

წყარო: 

1. გოგიტიძე, მამუკა. ივანე დავითის ძე ჯაფარიძე, თავადი : გენერალ-მაიორი (1920) // სამხედრო ფიცის ერთგულნ : ბიოგრაფიული ცნობარი) / მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი. - თბილისი, 2015. - გვ. 41.

2. www.grwar.ru/persons/persons.html?id...

 


გააზიარე: