The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


გიორგი ლოლუა

გიორგი ლოლუა
დაბადების თარიღი:1919
გარდაცვ. თარიღი:21 დეკემბერი, 1990  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კანადა
კატეგორია:ინჟინერი, პოეტი

ბიოგრაფია

გიორგი ლოლუა 1919 წ. 19 ივნისს დაიბადა სამეგრელოში, სოფელ ზემო ქვალონში, ალექსანდრე ლოლუასა და მინადორა ფანცულაიას ოჯახში. 1920 წელს მამა გარდაეცვალა და დედამ გაზარდა. 1936 წ. დაამთავრა თბილისის  N1 სკოლა, 1941 წელს კი – საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ენერგეტიკული ფაკულტეტი ინჟინერ–ელექტრიკოსის სპეციალობით.

II მსოფლიო ომში 1941 წ. გიორგი ლოლუა მოხალისედ წავიდა, იბრძოდა ლენინგრადის ფრონტზე, მალე ტყვედ ჩავარდა. ტყვეობიდან ემიგრანტმა ქათველებმა იხსნეს და ქართულ ბატალიონში ჩაწერეს. 1944 წ. ნაწილი, რომელშიც გიორგი ლოლუა ირიცხებოდა, გერმანელებმა ჩრდილოეთ იტალიაში გადაიყვანეს, თუმცა ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღია, ომის შემდეგ საბჭოთა მხარემ ყოფილი ტყვეებისა და ლეგიონერების გადაცემა მოითხოვა. ინტერნირებულებს საფრანგეთის, გერმანიის, ავსტრიისა და იტალიის საოკუპაციო ბანაკებში უყრიდნენ თავს, იქიდან კი ისინი ხშირად პირდაპირ ციმბირში ხვდებოდნენ. გიორგი ლოლუა იტალიაში დარჩა და მიუხედავად დიდი ეკონომიკური სიდუხჭირისა მილანელ ქალიშვილზე დაქორწინა, რომელთანაც ომის წლებში ჰქონდა მიმოწერა. 1947 წ. საბჭოთა კავშირის მხარის მოთხოვნით საფრანგეთისა და იტალიის სოციალუსტურმა მთავრობებმა „კოლაბორაციონიზმის“ ბრალდებით დააპატიმრეს  გერმანიის მხარეს მებრძოლი ქართველები. 1950 წ. იტალიაში კუნძულა ლიპარის ბანაკში ტყვედ იყო და შველას ითხოვდა 11 ქართველი, რომელთა შორისაც იყო გიორგი ლოლუა. 1951 წ. საერთასორისო ორგანიზაციის შუამდგომლობით და მიუნხენის კოლონიის თავმჯდომარის ალექსანდრე კორძიას აქტიურობით ქართველი ტყვეები გაანთავისუფლეს და ნეაპოლთან სატრანზიტო ბანაკ ბანიოლაში გადაიყვანეს, საიდანაც ემიგრანტებმა გამოიხსნეს, ერთხანს პარიზში ჩაიყვანეს და შემდეგ ამერიკაში გადაგზავნეს.

გიორგი ლულუა კანადაში, ქალაქ ჰამილტონში დ ასახლდა და 33 წლის მანძილზე უდიდეს მეტალურგიულ ქარანაში ერთ–ერთი საამქროს მტავარ ინჟინრად მუშაობდა, სადიანაც დიდი პატივითა და ჯილდოებით გააცილეს პენსიაში.

ლექსების წერა გიორგი ლოლუამ საქართველოში დაიწყო. მისი ლექსების ხელნაწერი კრებული 1940 წლით თარიღდება. 1941-1942 წლებში მისი რამდენიმე ლექსი გაზეთებში „კომუნისტსა“ და „თბილისში“ დაიბეჭდა. ასევე რამდენიმე ლექსი ომის წლებში ემიგრანტულ გაზეთებში „ქართველი ერი“ და „საქართველო“ დაიბეჭდა. ომის შემდეგ კი ერთი ლექსი გამოქვეყნდა ჟურნალ „ბედი ქართლისაში“. „მამულში“ გამოქვეყნებულმა მისმა ორმა ლექსმა გრიგოლ რობაქიძის ყურადღება და მაღალი შეფასება დაიმსახურა. 1939-1990 წლებში დაწერილილექსების ხელნაწერი კრებული გიორგი ლოლუამ გურამ შარაძეს გამოუგზავნა.

გიორგი ლოლუამ თავის ერთი ლექსი ინგლისურად თარგმნა და ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნა. წერდა მოთხრობებსაც, თუმცა მათი ერთ წიგნად გამოცემა ვერ მოასწრო. უკვე უკურნებელი სენით დაავადებული გიორგი ლოლუა მეუღლეს, რომელმაც ქართული არ იცოდა, სთხოვდა, მასთან ქართულად ელაპარაკა. 1990 წ. 21 დეკემბერს გიოგი ლოლუა გარდაიცვალა.

გიორგი ლოლუას სამი შვილი – სანდრო, ლეილა და სანდრა კანადაში ცხოვრობენ. 2013 წელს ლეილა ლოლუა პირველად ეწვია საქართველოს.

წყარო:


1. დაუშვილი, რუსუდან
. ცნობილი ქართველები ამერიკაში : კანადა : ლოლუა გიორგი // ქართული ემიგრაცია ამერიკაში / რუსუდან დაუშვილი. - თბილისი, 2014. გვ. 207-209.

2. ლოლუა გიორგი // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.126.


გააზიარე: