| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ალექსანდრე ზაალოვი![]()
Biographyალექსანდრე ზაალოვი დაიბადა რუსეთის არმიის პოლკოვნიკის, აზნაურ მიხეილ ზაალოვის ოჯახში. 1908 წელს დაამთავრა ალექსეევკის სამხედრო სასწავლებელი. მსახურობდა ალექსანდროპოლის 161-ე ქვეითთა პოლკში პოდპორუჩიკის ჩინით. 1913 წელს ცხოვრობდა ქალაქ გომელში. 1913-1914 წლებში 160-ე ქვეითთა აფხაზური პოლკის პორუჩიკი იყო, შემდეგ იმავე წოდებით მსახურობდა 304-ე ქვეითთა ნოვგოროდ-სევერსკის პოლკში. 1915 წლის 20 მარტს დაჯილდოვდა წმინდა ანას მეოთხე ხარისხის ორდენით, წარწერით „სიმამაცისთვის“. 1918-1920 წლებში ალექსანდრე ზაალოვი პოდპოლკოვნიკის ჩინით მსახურობდა აღმოსავლეთის ფრონტზე მყოფ თეთრგვარდიელთა ჯარებში. 1918 წლის ოქტომბრიდან იყო ტიუმენის საინსტრუქტორო სკოლის უფროსი. იმავე წლის დეკემბრიდან სათავეში ედგა ყაზანის მსროლელთა 58-ე პოლკს, ხოლო 1919 წლის 9 მაისიდან ივლისამდე მეთაურობდა ლაიშევის 59–ე პოლკს. ემიგრაციაში ალექსანდრე ზაალოვი ცხოვრობდა ჩინეთში. გარდაიცვალა 1944 წლის 20 ივლისს ხარბინში. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ალექსანდრე_ზაალოვი ჯავახიშვილი ნიკო. ალექსანდრე მიხეილის ძე ზაალოვი (ზაალიშვილი) // ქართული დიპლომატია. 2004. გვ.196.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

