The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


იოსებ დუმბაძე

დაბადების თარიღი:3 იანვარი, 1865
გარდაცვ. თარიღი:1917  (51 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ცნობილი ლოტბარის, ანტონ დუმბაძის შვიდი ვაჟიდან ერთ–ერთი, იოსები, 1865 წლის 3 იანვარს დაიბადა, შემოქმედში. დედა თავადის ქალი გახლდათ, ნაკაშიძის ასული. იოსებმა განათლება მიიღო თბილისის კადეტთა კორპუსში. სამხედრო სამსახურს შეუდგა 1882 წლის 24 აგვისტოდან. დაამთავრა მე-3 სამხედრო ალექსანდრეს სასწავლებელი. 1884 წელს პოდპურიჩიკის წოდებით ჩაირიცხა ყარსი-ალექსანდროპოლსკის ციხესიმაგრის არტილერიაში. 14.08.1888–ში მიიღო პორუჩიკის, 15.07.1894–ში შტაბსკაპიტნის, 19.07.1898–ში კაპიტნის, ხოლო, 29.08.1904–ში პოდპოლკოვნიკის ჩინები.

იოსებ დუმბაძე მონაწილეობდა 1904-05 წლების რუსეთ–იაპონიის ომში. 2 წლისა და შვიდი თვის მანძილზე მეთაურობდა როტას. ომის შემდეგ დაასრულა ოფიცერთა საარტილერიო სკოლა. 1908 წლის 6 დეკემბერს წარჩინებისთვის მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. იყო ნიკოლაევსკის ციხე-სიმაგრის არტილერიის უფროსი (10.01. – 13.12. 1910); მე–2  ვლადივოსტოკის ციხესიმაგრის საარტილერიო პოლკის მეთაური (13.12.1910–04.02.1912);  პირველი ვლადივოსტოკის ციხესიმაგრის საარტილერიო ბრიგადის ხელმძღვანელი (04.02. 1912–დან); 1912 წელს მიიღო გენერლის, 1914 წელს კი – წარჩინებისთვის გენერალ-მაიორის წოდება. მისი ძმები, სამსონი, ნიკოლოზი, მიხეილი და ივანე აგრეთვე რუსეთის არმიის გენერლები იყვნენ.

მიღებული ჰქონდა სამხედრო ჯილდოები: წმ. სტანისლავის II ხარისხის ორდენი (1901); წმინდა ანას II ხარისხის ორდენი ( 1904); წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი (1913); 1916 წლის 6 დეკემბერს დაიმსახურა წმ. ანას I ხარისხის ორდენი ბრწყინვალე და თავდაუზოგავი სამსახურისთვის. 

იოსებ დუმბაძე 1917 წელს დაიღუპა.

წყარო:

1.https://ka.wikipedia.org/wiki/იოსებ_დუმბაძე 

2. http://www.grwar.ru/persons/persons.html?id=3649


გააზიარე: