The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


სამსონ დუმბაძე

დაბადების თარიღი:2 თებერვალი, 1866
გარდაცვ. თარიღი:1938  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. გორი, საქართველო
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

სამსონ დუმბაძე დაიბადა 1866 წლის 2 თებერვალს გურიაში, სოფელ შემოქმედში. მამა – ცნობილი ლოტბარი ანტონ დუმბაძე, დედა –ნაკაშიძის ასული. ოჯახში შვიდი ვაჟი იზრდებოდა. აქედან  ხუთი  – ივანე, ნიკოლოზი, იოსები, სამსონი და მიხეილი, რუსეთის არმიის გენერალი გახდა. მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო ივანე დუმბაძე, იალტის მთავარმმართებელი.

სამსონ დუმბაძემ განათლება მიიღო თბილისის კადეთა კორპუსში და ნიკოლაევსკის ინჟინერთა სასწავლებელში. სამხედრო სამსახურში ჩადგა 1883 წლის 31 აგვისტოდან. გაგზავნილ იქნა პირველ კავკასიურ მესანგრეთა ბატალიონში, სადაც მიიღო პოდპორუჩიკის (1884), პორუჩიკის (1888), შტაბსკაპიტნის (29. 01.1891) და კაპიტნის (01. 08. 1894) ჩინები. სამი წლის მანძილზე როტას მეთაურობდა. შემდეგ დაასრულა ნიკოლაევსკის საინჟინრო აკადემია პირველი თანრიგით და შეუდგა სამსახურს ქუთაისის საინჟინრო დისტანციის უფროსის თანაშემწედ (5 წელი და 2 თვე). 14. 04. 1902 გახდა პოდპოლკოვნიკი, ხოლო, 22. 04. 1907–ში სამსახურებრივი წარჩინებისთვის მიანიჭეს პოლკოვნიკის წოდება; 31. 01. 1907–დან – 11. 04. 1909–მდე მუშაობდა კავკასიის სამხედრო ოლქის საინჟინრო სამმართველოს საქმეთა მწარმოებლად სამწყობრო ნაწილში; 1909 –1915 წლებში ომსკის სამხედრო ოლქში განაგებდა ჯარების ბინებით მომარაგების განყოფილებას; 1915 წლის 22 მარტს სამსახურებრივი წარჩინებისთვის მიიღო გენერალ-მაიორის წოდება; 1917 წელს ხელმძღვანელობდა ომსკის სამხედრო ოლქის ჯარებს. 1919 წელს იყო ომსკის სამხედრო კრების თავმჯდომარე და ასრულებდა ოლქის ინჟინერთა ხელმძღვანელის მოვალეობას.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ სამსონ დუმბაძე შეუერთდა თეთრგვარდიულ ძალებს. 1918–1819 წლებში დასავლეთ ციმბირის დროებით მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფ არმიაში ებარა საინჟინრო განყოფილება. იბრძოდა ა. ვ. კოლჩაკის ჯარებში. საბრძოლო დამსახურებისთვის დაჯილდოებულია ორდენებით: წმ. სტანისლავის II ხარისხის (1906); წმ. ანას II ხარისხის (1910); წმ. ვლადიმერის IV ხარისხის (1913); წმ. ვლადიმერის III ხარისხის (26.08.1915); წმ. სტანისლავის I ხარისხის (10.04. 1916); წმ. ვლადიმერის II ხარისხის (1919). 

სამსონ დუმბაძე დაპატიმრებული იყო და რვა წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს ბუტირკის ციხეში. გარდაიცვალა ქ. გორში, 1938 წელს.

წყარო: 

1. https://ka.wikipedia.org/wiki/სამსონ_დუმბაძე 

2. www.grwar.ru/persons/persons.html?id=1810...

 


გააზიარე: