The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


ლევან დუმბაძე

დაბადების თარიღი:9 აპრილი, 1897
გარდაცვ. თარიღი:დეკემბერი, 1947  (50 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:გერმანია
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ცნობილი ლოტბარის ანტონ დუმბაძის შვილიშვილი, სამხედრო ინჟინრის, გენერალ–მაიორ სამსონ დუმბაძის ვაჟი ლევან დუმბაძე 1897 წლის 9 აპრილს დაიბადა. დაამთავრა სიმბირსკის კადეტთა კორპუსი, კონსტანტინეს საარტილერიო სასწავლებელი (1915).

I მსოფლიო ომში იყო 26–ე საარტილერიო ბრიგადის ოფიცერი, შტაბს–კაპიტანი. 1918 წლიდან იბრძოდა თეთრგვარდიელთა მხარეს მოხალისეთა არმიასა და სამხრეთ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, III საარტილერიო დივიზიონში. 1919 წლის 11 იანვარს მიენიჭა კაპიტნის წოდება. 1919 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობდა III ქვეითი დივიზიის ბატარეას, შემდეგ – დროზდოვის საარტილერიო ბრიგადის ბატარეას, 1919 წლის 10 ნოემბრიდან კი – I ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის I ბატარეას. მსახურობდა რუსული არმიის არტილერიის II ბატარეის მეთაურად პოლკოვნიკის (14.05.1919) წოდებით (ყირიმიდან გალიპოლში ევაკუაციამდე). დაჯილდოებული იყო წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ორდენით (31.10.1921). 1925 წლის შემოდგომიდან ალექსეევის საარტილერიო დივიზიონის შემადგენლობაში იმყოფებოდა იუგოსლავიაში. ცხოვრობდა ბელგრადში. იყო არტილერიის ოფიცერთა საზოგადოებისა და გენერალ ალექსანდრე კუტეპოვის ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედრო ორგანიზაციის –  POBC–ის წევრი. რამდენჯერმე იმყოფებოდა სსრკ–ში. მსახურობდა რუსულ კორპუსში, 1942 წლიდან კორპუსის შტაბის კავშირგაბმულობის სამსახურში, შემდეგ – უკრაინის სახალხო რესპუბლიკის პოლიციაში. 1947 წლის დეკემბერში მოკლეს მიუნხენში.

რუსეთის არმიის გენერლები იყვნენ ლევან დუმბაძის ბიძები – ივანე, ნიკოლოზი, იოსები და მიხეილი. სამხედროები იყვნენ მისი ძმებიც: რევაზ დუმბაძე, სამხრეთ რუსეთის სამხედრო ძალების კორნეტი (ემიგრირებული იყო იუგოსლავიაში) და გიორგი დუმბაძე, კაპიტანი, იბრძოდა თეთრგვარდიელთა რიგებში აღმოსავლეთის ფრონტზე. ემიგრაციაში იმყოფებოდა ამერიკაში, ლოს–ანჟელესში.

წყარო: 

1. voldrozd.ru/card_index/person/?250 –  

2. www.vipstd.ru/nauteh/index.php/--gn12-04/500-a

3. ჯავახიშვილი ნიკო. ლევან სამსონის ძე დუმბაძე // ქართული დიპლომატია. –2004. – №11. – გვ. 195-196 


გააზიარე: