The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ლევან მაგალოვი (მაღალაშვილი)

ლევან მაგალოვი (მაღალაშვილი)
დაბადების თარიღი:10 აგვისტო, 1879
გარდაცვ. თარიღი:22 აგვისტო, 1926  (47 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მიუნხენი, გერმანია
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

თავადი ლევან (ლენკო) ლუარსაბის ძე მაღალაშვილი დაიბადა თბილისში, 1879 წლის 10 აგვისტოს, ტფილისის გუბერნიის თავად–აზნაურთა წიმამძღოლის ოჯახში. დედა – მარიამ მელიქიშვილი. დაამთავრა პაჟთა კორპუსი და ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებელი. მსახურობდა თერგის კაზაკთა ჯარის ვლადიკავკაზ–სუნჟას პირველ პოლკში ( ხორუნჟი / 9.8.1899).  მონაწილეობდა 1900-1901 წწ. ჩინეთზე ლაშქრობაში და რუსეთ–იაპონიის 1904–1905 წლების ომში (ამურის კაზაკთა ჯარის შემადგენლობაში). 1909 წლის 1 იანვრისთვის ლევან მაგალოვი თერგის კაზაკთა ჯარის ვლადიკავკაზ–სუნჟას პირველი პოლკის პოდიასაული იყო; იმავე წლის 24 ივლისისთვის – შტაბს–რიტმისტრი. 1914 წლიდან მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1916 წლის 19 დეკემბრიდან გახდა ცხენოსანი პოლკის პოდპოლკოვნიკი, 1916 წლის 11 სექტემბერს პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა, 1917 წლის 5 ივლისს კი დაინიშნა თათართა ცხენოსანი პოლკის მეთაურად.

ლევან მაღალაშვილი 1918 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ თეთრ მოძრაობას შეუერთდა, მაგრამ როგორც კი საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, იგი ქართული ჯარის რიგებში ჩადგა. 1919 წლიდან გენერალ–ლეიტენანტია. მეთაურობდა თათართა დივიზიას (ხალხში ცნობილია, როგორც „ველური დივიზია“), რომელიც შამქორში აწარმოებდა სისხლისმღვრელ ბრძოლებს ბოლშევიკების წინააღმდეგ.

სამხედრო დამსახურებისთვის ლევან მაღალაშვილი დაჯილდოებული იყო: წმ. გიორგის IV, წმ. ვლადიმერის IV (მახვილებითა და ბაფთით, 1915) ხარისხების ორდენებით.

1921 წლიდან ლევან მაღალაშვილი ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა გერმანიაში, მიუნხენში. გარდაიცვალა მიუნხენის სანატორიუმში ჭლექით. დაკრძალულია იქვე, ადგილობრივ სასაფლაოზე. დაქორწინებული იყო (1907 წლის 29 აპრილი) სოფიო ნიკოლოზის ასულ ბარათაშვილზე (1884–1977). ჰყავდათ ერთი ვაჟი – ნიკოლოზი.

წყარო: 

1. ethnicunit.ru/person/magalov-levan-laursabovich/ 

2. nobility.pro/statia/62-maghalashvili-levan-luarsabis-dze

3. www.grwar.ru/persons/persons.html?id=5475...

4. გოგიტიძე, მამუკა. 1918-1921 : ლევან (ლენკო) ლუარსაბის ძე მაღალაშვილი, თავადი : გენერალ-ლეიტენანტი (1919) // სამხედრო ფიცის ერთგულნი : ბიოგრაფიული ცნობარი) / მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი. - თბილისი, 2015. - გვ. 37

5. ბეჟიტაშვილიგიორგილევან ლუარსაბის ძე მაგალოვი (მაღალაშვილი) // ქართული ემგრაცია ევროპაში (1921-1953) / გ. ბეჟიტაშვილი .– თბ., 2012. - გვ.54


გააზიარე: