The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


სანდრო შელეგია

სანდრო შელეგია
დაბადების თარიღი:1980  (44 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი

ბიოგრაფია

ანდრო შელეგია დაიბადა 1980 წელს თბილისში. მამამისი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის კათედრის პროფესორი რეზო შელეგია სამეგრელოს სოფელ ახუთიდან იყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას სანდროს დედა, ლალი გაბრიაძეც.

სანდროს მატემატიკასთან ერთად ბავშვობიდან იტაცებდა სახვითი ხელოვნებაც. კომაროვის სახელობის მათემატიკურ სკოლაში სწავლასთან ერთად დაამთავრა ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზია;  1994 წელს გაიმარჯვა მათემატიკის ეროვნულ ოლიმპიადაში. უმაღლესი განათლებაც ერთდროულად ორ უნივერსიტეტში მიიღო – დაამთავრა მენეჯმენტის ევროპული სკოლის, „იესემის“ – ბიზნესის მენეჯმენტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტები.

ორივე უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სანდრო შელეგიამ გაიმარჯვა კონკურსში და მიღებული სტიპენდიით 2001–2003 წლებში სწავლობდა ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ეკონომიკის სპეციალობაზე, 2003–2009 წლებში კი –ესპანეთში, ბარსელონის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში, სადაც 2009 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

ექვსი წლის განმავლობაში იმსახურა ავსტრიაში, ვენის უნივერსიტეტში, ამჟამად კი – ისევ ბარსელონაში მოღვაწეობს, სადაც ეკონომიკისა და ბიზნესის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია Universitat Pompeu Fabra–სა და Barcelona Graduate School of Economics-ში. ამავე დროს ხელმძღვანელობს რამდენიმე სამაგიტრო კურსს თბილისში. მას გამოქვეყნებული აქვს მეცნიერული ნაშრომები, როგორც ქართულ, ასევე უცხო ენებზე.   

სანდრო შელეგიას მეუღლეა მომღერალი და მსახიობი, მეცო–სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე. ჰყავთ ვაჟი – ლუკა.

წყარო:
 1. შელეგია გიორგი.
შელეგიები / გიორგი(ჟორა) შელეგია, ანზორ სიჭინავა. –  თბ. , 2015. – გვ.126.

 2. https://sites.google.com/site/sandroshelegia/cv

 


გააზიარე: