The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


ეთერ ანჯაფარიძე

ეთერ ანჯაფარიძე
დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1956  (63 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

ეთერ ანჯაფარიძე 1956 წლის 15 სექტემბერს  დაიბადა თბილისში. მამა – გამოჩენილი ქართველი ტენორი ზურაბ ანჯაფარიძე იყო, დედა –  ივეტა ბახტაძე პიანისტი და პედაგოგი, მამობილი - ლეონიდ ოკლეი (1923-1991 წწ.) ცნობილი მეცნიერი. ეთერის პირველი მასწავლებელი დედა იყო. 1974 წელს დაამთავრა ზ. ფალიაშვილის სახელობის საშუალო სპეციალურ მუსიკალურ სკოლა პედაგოგ მერი ჭავჭანიძის კლასი, 1979 წელს  - მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია პედაგოგი პროფესორი ვერა გორნოსტაევა. მასთანვე გაიარა ასპირანტურის კურსი. 1979-1981 წლებში მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგია, 1982-92 წლებში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოცენტი.

1974 წელს ეთერ ანჯაფარიძემ მოსკოვში, ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსზე მეოთხე პრემია მოიპოვა, ის არის პირველი საბჭოთა პიანისტი, რომელიც 1976 წლის მონრეალის საერთაშორისო კონკურსზე გრანპრის მფლობელი  გახდა.

1992 წლიდან ეთერ ანჯაფარიძე ამერიკაში ცხოვრობს და ეწევა საკონცერტო და პედაგოგიურ მოღვაწეობას, რეგულარულად ატარებს მასტერკლასებს. იგი წლებია  წარმატებით გამოდის მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე სოლო და კამერული კონცერტებით. როგორც სოლისტ უთანამშრომლია განთქმულ ორკესტრებთან და გამოჩენილ დირიჟორებთან (ჯ. კახიძე, ვ. სპივაკოვი, ვ. გერგიევი, ი. ტემირკანოვი, ჯ. დეპრისტი და სხვ.).  მისი საკონცერტო გამოსვლები გამოცემულია ცნობილი ხმისჩამწერი სტუდიების (მელოდია, ნაქსო, მარკო პოლოს) მიერ.

ნიუ–იორკის უნივერსიტეტის მიერ მიწვეული ეთერ ანჯაფარიძე საფორტეპიანო კათედრის პროფესორია. მას როგორც არტისტ–პედაგოგს ყოველწლიურად იწვევენ ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალებზე, როგორიცაა ნიუ–იორკის მანეს კოლეჯის, ნიუ–იორკის საკლავიშო საერთაშორისო ფესტივალი და ინსტიტუტი, ტეხასის რაუნდ თოფის, ნიუ პალცის საფორტეპიანო ზაფხული, ლოს–ანჟელესის საერთაშორისო მასტერ–კლასები და კალმარის საერთაშორისო ფესტივალი.

გრმის ნომინანტი, ჩიკაგოს დეპოლის უნივერსიტეტო პროფესორი და სოფორტეპიანო კათედრის გამგე, ამიერკლავირ სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი ეთერ ანჯაფარიძე საქართველოს სახალხო არტისტი, ხალხთა მეგობრობის საერთაშორისო ორდენისა და ღირსების ორდენის კავალერია.

წყარო:

1. ეთერ ანჯაფარიძე : (1958-) // ქართველები ამერიკაში / ი. მახარაძე. - თბ., 2011. - გვ.142-144

2. ერთი შეხვედრის მიღმა დანახული ხელოვანი // , უძლეველო დიდო წამო შემოქმედების / ნანა ქავთარაძე. - თბილისი, 2013. - ISBN 978-9941-0-5249-1. - გვ. 321-324

3.  საქართველო : ენციკლოპედია : [5 ტომად / მთ. სამეცნ. რედ. ირაკლი აბაშიძე [და სხვ.]]. - [თბ.] : ქართ. ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედ., [1997].[.] 1. - [1997]. – გვ.173.

4.  ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი . თბილისი, 2015. – გვ. 33.

5. https://ka.wikipedia.org/wiki/ეთერ_ანჯაფარიძე

6. www.arqivi.net/.../-ეთერ-ანჯაფარიძე

7. www.wikiwand.com/ka/ეთერ_ანჯაფარიძე


გააზიარე: