The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


სულეიმან ინაშვილი

ოფიციალური სახელი:სულეიმან ინოღლუ
დაბადების თარიღი:1940
გარდაცვ. თარიღი:2008  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი კაბახტარი, თურქეთი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

სულეიმან ინაშვილი (ინოღლუ) დაიბადა 1940 წელს თურქეთის რეპუბლიკის ქალაქ ფაცაში. ეკონომუკური გაჭირვების გამო მხოლოდ დაწყებითი განათლება მიიღი. დაამთავრა ხუთი კლასი და მას შემდეგ ფიზიკურად შრომობდა. ოცდაორი წლის ასაკში თავს უბედურება დაატყდა – გვართა დაპირისპირების გამო ატეხილ ჩხუბში შემთხვევით კაცი შემოაკვდა, რის გამოც 11 წელი იხდიდა საჯელს ჯერ გირესუნის, შემდეგ კი სინოპის ციხეებში. მიუხედავად იმისა, რომ ციხეში გატარებული წლები სულეიმან ინაშვილისათვის მეტად ტრაგიკული პერიოდი იყო, ეს დრო მისთვის განსწავლის ხანასაც წარმოადგენდა. პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ კბილის ტექნიკოსის სპეციალობა შეისწავლა და მუშაობდა მშობლიურ ქალაქში.

სულეიმან ინაშვილის ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობის მოვლენად იქცა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქთან ილია II შეხვედრა და ქრისტიანად მონათვლა. ეს ამბავი საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენამდე მოხდა. სულეიმან ინაშვილმა საკმაოდ კარგად იცოდა საქართველოს წარსული, მისი წინაპრების თურქეთში დამკვიდრების ისტორია და მისი პოეზიიდანაც ნათლად ჩანს, რომ  სავსებით ობიექტურად აფასებდა იმ როლს, რასაც ქრისტიანული რელიგია ასრულებდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამიტომ მისი ქრისტაიანად მონათვლა სწორედ ამ როლის სიღრმისეულად გაცნობიერების შედგეს წარმოადგენდა და არა ემოციურად ვინმეს საამებლად გადაგმულ ნაბიჯს.

სულეიმან ინაშვილის პოეტური შთაგონების უმთავრეს წყაროს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ის დიდმნიშვნელოვანი ეროვნულ–პოლიტიკური მოვლენები წარმოადგენდა, რასაც შედეგად სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა მოჰყვა. ასე, რომ მისი ლირიკული პოეზია XX საუკუნის 80-90-იანი წლების საქართველოს ისტორიის შთამბეჭდავი ეპიზოდების პოეტური წარმოსახვის მცდელობაა.

სულეიმან იანაშვილის  შემოქმედებით ნააზრევი განსაკუთრებით საყურადრებოა იმ თვასაზრისით, რომ იგი თურქეთში მცხოვრებ ქართველ მუჰაჯირთა შთამომავალთაგან ერთ–ერთი პირველი შემოქმედია, რომელიც წინაპართა მშობლიურ ენაზე ცდილობდა თავისი გულისთქმის გამოხატვას.

1991 წელს „ჩვენებურების სიმღეარაში“ გამოქვეყნებული 5 პატარა ლექსის გარდა, სულეიმან ინაშვილი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ არც საქართველოში და მით უმეტეს არც თურქეთში, ქართულ ენაზე დაწერილი თავისი არცერთი ნაწარმოები არ დაუბეჭდავს. ზოგიერთ ხელნაწერში იგი თავის თავს სულხანის სახლეითაც მოიხსენიებდა.

სულეიმან ინაშვილი გარდაიცვალა 2008 წელს. დასაფლავებულია მშობლიურ ქალაქ ფაცასთან ახლომდებარე სოფელ ზეგანში (თურქული სახელით კაბახტარში).

წყარო:

1. ნიკოლეიშვილი, ავთანდილ. სულეიმან ინაშვილი (ინოღლუ) – თურქეთში მოღვაწე ქართველი პოეტი //ქართულენოვანი ზეპირსიტყვიერება და მწერლობა თურქეთში / ავტანდილ ნიკოლეიშვილი . – ქუთაისი, 2015 . – გვ. 275-293.


გააზიარე: