შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ალექსანდრე ყანჩელი![]()
ბიოგრაფიასანდრო ყანჩელი 1968 წელს დაიბადა თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ განაგრძო სწავლა თბილისის სამხატვრო აკადემიაში მულტფილმის მხატვრის სპეციალობაზე. სწავლის პერიოდში ბოლო ორი სემესტრი მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მულტგაერთიანებაში, სადაც დაეუფლა ფილმის წარმოების საფუძვლებს. 1994 წელს მუსიკალური გამომცემლობისა და ხმისჩამწერი ლეიბლის ECM Records-ის მიწვევით გადასახლდა მიუნხენში, სადაც რვა წლის განმავლობაში მუშაობდა პროდუსერის ასისტენტად და პროდუქციის კოორდინატორად. გამომცემლობაში მუშაობის პერიოდში დაეუფლა ბეჭდვითი მედიის დიზაინერის სპეციალობას და მიიღო საფუძვლიანი გამოცდილება საავტორო უფლებების მართვაში. 2003-2004 წლებში სანდრო ყანჩელი ცხოვრობდა კიოლნში, სადაც დამოუკიდებელი გრაფიკოს- დიზაინერის რანგში თანამშრომლობდა სხვადასხვა კომპანიასთან, მათ შორის, ბონის სიმფონიურ ორკესტრთან. 2005-2008 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გრაფიკისა და პროდუქციის სამსახურს. პარალელურად ახორციელებდა სხვადასხვა პროექტს როგორც პროდუსერი და არტ დირექტორი. სწორედ ამ პერიოდში ჩაუყარა საფუძველი დამოუკიდებელ საგამომცემლო საქმიანობასაც. სანდრო ყანჩელი 2008 წელს დაბრუნდა გერმანიაში და ECM Records-ში მუშაობის განახლებასთან ერთად ხელი მიჰყო დამოუკიდებლად ნოტების გამოცემას, საავტორო უფლებების ადმინისტრირებასა და მუსიკის ლიცენზირებას. წყარო: 1.https://rebraindrain.wordpress.com/სანდრო-ყანჩელი-ბიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |