The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გია რიგვავა

გია რიგვავა
დაბადების თარიღი:8 აპრილი, 1956  (68 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

გია რიგვავა 1956 წლის 8 აპრილს დაიბადა თბილისში. 1978 წელს დაამთავრა მოსკოვის საგარეო საქმეთა სახელმწიფო ინსტიტუტი (საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი), 1986 წელს კი სურიკოვის სახელობის  მოსკოვის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი (ხატვის ფაკულტეტი). 1986–1992 წლებში მუშაობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1991 წელს იგი მიიწვიეს ჰანოვერში (გერმანია) გამოფენაზე „300 საუკეთესო ევროპელი“. 1993 წლიდან კვლავ მოსკოვში გადავიდა. პარალელურად თანამშრომლობდა ევროპის რამდენიმე პრესტიჟულ გალერეასთან. ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ავსტრიასა და გერმანიაში.

გია რიგვავას ბოლოდროინდელ სოლო და ჯგუფურ გამოფენებს შორისაა: „ჩვენ ვართ მეგობრები“ (2002, მიუნხენი, Gallery Mosel & Tschechow); „წარმოსახვითი ადგილების ლექსიკონი“ (2002, ვადიმ ფიშკინთან ერთად, ლიუბლიანა/სლოვენია, Gallery Skuc); „თავისუფლების სურვილი. ევროპის ხელოვნება 1945 წლიდან“ (2012, ბერლინი /გერმანია, გერმანიის ისტორიული მუზეუმი); „ჩაერთე“ (2009, ვენა /ავსტრია, Künstlerhaus); „პოზიციების ცვლა ცვალებად სამყაროში“ (2008, მოსკოვი/რუსეთი, ArtMediaLab in Project. Fabrica) და ა.შ.

გია რიგვავა დამდგმელი მხატვარია ფილმებისა: „ზღვარზე“(1993, რეჟ.: დიტო ცინცაძე) და „სახლი“(1991, რეჟ.: დიტო ცინცაძე).

წყარო:

1. https://rebraindrain.wordpress.com/გია-რიგვავა-ბიოგრაფია/ 

2. www.geocinema.ge/ge/mxat.php?kod5=219

3. კაჭარავა, კარლო. მე უფრო მეტი ვარ, ვიდრე ქართველი მხატვარი ან მოსკოველი // თხზულებანი. . 1 : სტატიები / კარლო კაჭარავა. - თბილისი, 2006. - გვ. 207-216

კაჭარავა, კარლო. ხელოვნება, რომელიც საინტერესოა ყველასათვის // თხზულებანი. . 1 : სტატიები / კარლო კაჭარავა. - თბილისი, 2006. - გვ. 136-153


გააზიარე: