The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


მარიამ კანდელაკი

მარიამ კანდელაკი
დაბადების თარიღი:23 ნოემბერი, 1969  (51 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

მარიამ კანდელაკი ბერლინში, „ჰანფილმში“, ანიმაციური ფილმების სტუდიაში საქმიანობს. იგი საერთაშორისო პროექტების მონაწილე და არაერთი ანიმაციური ფილმის ავტორია. დაიბადა 1969 წლის 23 ნოემბერს თბილისში. კინემატოგრაფს ბავშვობიდანვე დაუმეგობრდა. მისი ბაბუა ერთ–ერთი პირველი ქართველი დოკუმენტალისტი გახლდათ. მამა, მსახიობი და რეჟისორი გელა კანდელაკი, 1981-1986 წწ. "ქართული ფილმის" მულტგაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი, 1986 წლიდან კი კინოსტუდია "კვალის" და ხელის ჩრდილების თეატრ "ბუდრუგანას" დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. ასე რომ მარიამს, ჯერ კიდევ სამხატვრო სასწავლებლის მოსწავლეს, შესაძლებლობა ჰქონდა ეხატა და მონაწილეობა მიეღო ანიმაციური ფილმების შექმნაში.

1988 წელს მარიამ კანდელაკმა დაამთავრა ი. ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელი; 1994 წელს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის ანიმაციის ფაკულტეტი; შემდეგ სწავლა განაგრძო ლიუბეკის (გერმანია) ანიმაციის ტელევიზიის ბიზნეს სკოლაში (2001) და მონაწილეობა მიიღო ჰალეში (გერმანია) ჩატარებული ევროპული ანიმაციის მასტერკლასებში (2002).

1990–იან წლებში, როცა ომისა და გაჭირვების გამო შეუძლებელი იყო ფილმებზე მუშაობა, მარიამი და მისი მეგობრები ანიმაციურ რეკლამებზე მუშაობდნენ, შემდეგ თანდათან გაჩნდა ფილმებზე გადასვლის საშუალება. იგი დამდგმელი მხატვარია მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისა „გილოცავთ ახალ წელს“ (1995) და ქართულ–უნგრული მხატვრული ფილმისა „სულელი ბროწეულის ხე“ (1999). ამ წლებში შეიქმნა მისი მცირე ფორმატის ანიმაციური ფილმები: „სიზმარია?!“ (1999) და „წუთისოფელი“ (2001).
მარიამ კანდელაკის ნამუშევრები არაერთხელ დაუჯილდოვებიათ საერთაშორისო ფესტივალებზე. მის მიერ მიღებულ ჯილდოებს შორისაა რეკლამების საერთაშორისო ფესტივალზე მიღებული პირველი პრიზი (რეჟისურა, 2000, კიევი/უკრაინა), რეკლამების კავკასიური საერთაშორისო ფესტივალის პრიზი საუკეთესო კრეატიული იდეისთვის (რეჟისურა, 2001, თბილისი/საქართველო), მედიის საერთაშორისო ფესტივალის პრიზი (რეჟისურა, 2002, ბაქო/აზერბაიჯანი). მისი ნამუშევარი „ბედნიერება“ (მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი) სპეციალურად აღინიშნა ვენეციის 66-ე კინოფესტივალზე (აღმასრულებელი პროდიუსერი, 2009, ვენეცია, იტალია).

1908 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ნიქოზელი ეპისკოპოსის მეუფე ისაიასა და გელა კანდელაკის თაოსნობით სოფელ ნიქოზში დაარსდა ხელოვნების სკოლა, რომელშიც ხელოვნების სხვა დარგებთან ერთად, მოსწავლეები ანიმაციის ხელოვნებასაც  ეუფლებიან. აქ ხელოვანები სრულიად უსასყიდლოდ ასწავლიან სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსულ ყმაწვილებს ხელოვნების ანაბანას. ხელოვნების სკოლის მუშაობის დროს დაიბადა ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის იდეა. ფესტივალზე არ ტარდება კონკურსი. აქ ხდება გამოცდილების გაზიარება ქართველ და უცხოელ ანიმატორთა შორის. ავტორები თავად წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს და განაწყობენ მაყურებელს ფილმის აღსაქმელად. მარიამის შუამდგომლობით ნიქოზის ფესტივალი თანამშრომლობს „ანესის“ ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალთან. 1960 წელს დაარსებული „ანესის“ ფესტივალი (საფრანგეთი) ანიმაციაში იგივეა, რაც „კანის“ კინოფესტივალი კინოში. ამ თანამშრომლობის შედეგად ახალგაზრდა ქართველი ანიმატორები  – ანა ჩუბინიძე, სანდრო ქათამაშვილი, ტატო კოტეტიშვილი და სხვ. უკვე გავიდნენ ევროპულ ბაზარზე. მარიამ კანდელაკი ყოველწლიურად წარადგენს ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს მსოფლიოს გამორჩეული ანიმაციური ფესტივალების ორგანიზატორების შეკრებაზე "Meet Festival Programers".
"ჩე­მი თა­ო­ბა ისე გა­ი­ზარ­და, რომ გვას­წავ­ლეს, ნაკ­ლე­ბად გვე­ფიქ­რა და გაგ­ვეთ­ვა­ლა მა­ყუ­რე­ბელ­ზე. ეს სა­ავ­ტო­რო კი­ნოს სტე­რე­ო­ტი­პია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გაქვს სურ­ვი­ლი, რაც შე­იძ­ლე­ბა ფარ­თო მა­ყუ­რე­ბელს მი­აწ­ვ­დი­ნო ხმა, მსოფ­ლი­ოს შენს ტკი­ვილ­ზე ელა­პა­რა­კო," - ამ­ბობს მარიამი. მისი ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მი „ბუცეფალი" („ამ­ბა­ვი ალექ­სან­დ­რე მა­კე­დო­ნე­ლის ცხე­ნი­სა"), რო­მელ­იც 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის გა­მო­ძა­ხი­ლია, 2010 წელს შეიქმნა. ფილმის სცენარიც და რეჟისურაც მარიამ კანდელაკს ეკუთვნის. რე­ჟი­სორ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­სად­მი სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია ამ­გ­ვა­რი ის­ტო­რი­უ­ლი სა­ტი­რით გა­მო­ხა­ტა. ფილ­მი ვე­ნის ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მე­ბის ფეს­ტი­ვა­ლის სა­კონ­კურ­სო პროგ­რა­მა­ში იყო ნაჩ­ვე­ნე­ბი.

მარიამ კანდელაკი მუშაობს, როგორც კომერციულ, ასევე ექსპერიმენტულ, შემოქმედებით ანიმაციაში. კომერციული ფილმები აბსოლუტურად კომპიუტერული პროდუქციაა, ეფექტებით დახუნძლული, შემოქმედებითი ანიმაცია კი კვლავ ხელით იხატება და კომპიუტერი შემდეგ ერთვება. ამ სტილისტიკაშია გაკეთებული მარიამის მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „ვეფხვი და მოყმე“ (2011). ამ ფილმზე მუშაობის პროცესში მისთვის ამოსავალი იყო ბა­ლა­დის უშან­გი ჩხე­ი­ძი­სე­უ­ლი ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც ფილმს ხმად გას­დევს. "ტო­ლე­რან­ტო­ბა, თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი, ჭეშ­მა­რი­ტი და არა ყალ­ბი, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის თან­და­თან უცხო ხდე­ბა, ამ ქარ­თულ ბა­ლა­და­ში მძაფ­რად და, ამა­ვე დროს, პო­ე­ტუ­რად არის გან­ც­დი­ლი. ამა­ზე რი­გი ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბი მუ­შა­ო­ბენ, ცდი­ლო­ბენ, ადა­მი­ა­ნე­ბი ამ ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის­კენ მო­აბ­რუ­ნონ, და­ა­ნა­ხონ, რა არის ადა­მი­ა­ნი. გარ­და ამი­სა, ჩემ­თ­ვის, რო­გორც დე­დის­თ­ვის, პი­რა­დად არის აქ­ტუ­ა­ლუ­რი დე­დაშ­ვი­ლო­ბის თე­მა, რის გა­მოც ამ ფილ­მის იდეა გაჩ­ნ­და," - ამ­ბობს მა­რი­ამ კან­დე­ლა­კი.

ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 2011 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. მარიამი ფესტივალის ერთ–ერთი ორგანიზატორი და სულისჩამდგმელია. ნიქოზში იმართება საუბრები ანიმაციასა და, ზოგადად, კინოხელოვნებაზე. ტარდება კულტურული და შემოქმედებითი საღამოები, გამოფენები, ლექციები, მასტერ-კლასები. ფესტივალის მონაწილეებისა და სტუმრებისათვის მზადდება სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მათ შესაძლებლობა ეძლევათ ახლოს გაეცნონ ქართულ კულტურასა და საქართველოს ძეგლებს. 

1916 წელს მარიამ კანდელაკი „ევროპის ანიმაციის ჯილდოს“ საორგანიზაციო კომიტეტმა (EAFA) აირჩია ელჩად საქართველოში. იგი ნიქოზის ფესტივალზე წარდგენილ ქართველ ავტორთა ფილმებს დააკვირდება. ამ ორგანიზაციაში 40 ქვეყანა შედის და თავის ჯილდოს ყოველწლიურად გადასცემს ევროპის საუკეთესო ანიმაციურ ფილმებს.  

რაც შე­ე­ხე­ბა მა­რი­ამის ევ­რო­პულ კი­ნოპ­რო­ექ­ტებს, იგი ხში­რად პრო­დი­უ­სე­რი­სა და კო­ორ­დი­ნა­ტო­რის როლ­შია ARTE და ZDF-ის კი­ნოპ­რო­ექ­ტებ­ში. როგორც პროდიუსერმა იმუშავა ანიმაციურ ფილმზე „ ვან გოგის უკანასკნელი წერილი“ (2012); რე­ჟი­სორ ან­დ­რე­ას ფოგ­თ­თან ერ­თად – ქარ­თულ-გერ­მა­ნულ დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მ­ზე "On the road, Nomaden Europa", რო­მე­ლიც "არ­ტეს" დაკ­ვე­თით გაკეთ­და და მოგ­ვითხ­რობს მათზე, ვინც სამ­შობ­ლოს ტო­ვე­ბს და სა­მუ­შა­ოს სა­ძებ­ნე­ლად უცხო ქვეყ­ნებ­ში მი­დი­ს. ფილმს 5 პრო­ტა­გო­ნის­ტი ჰყავს, მათ შო­რის, ქარ­თ­ვე­ლიც. ამჟამად, როგორც წარმოების მენეჯერი მუშაობს ანიმაციურ სერიალზე „შეჰერეზადა – ჯერ კიდევ უცნობი ამბები“. ფილმი 26 სერიისგან შედგება და მას სამი ქვეყანა იღებს - გერმანია, ინდოეთი და ავსტრალია.

პარალელურად, რატი ნანეიშვილთან ერთად, მუშაობს ქართულ–ლიტვურ ანიმაციურ მხატვრულ ფილმზე „დომინიკასის ისტორია“.

მარიამ კანდელაკს კიდევ ბევრი გეგმა და პროექტი აქვს და ბეჯითად იღწვის მათი განხორციელებისთვის. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ჰყავს ქალიშვილი, ელისაბედი, რომელიც ნახევრად გერმანელია და ჯერ მხოლოდ 12 წლისაა.

წყარო:

1. www.24saati.ge/weekend/story/20778-vefkhvisa-da-moymis-evropeli-mayureblisatvis

2. ჩეკურიშვილი, ბელა. "ვეფხვისა და მოყმის" ევროპელი მაყურებლისათვის // 24 საათი. - 2011. - 22 ოქტომბერი. - N2847 (239). - გვ.A6

3. www.geocinema.ge/ge/prod.php?kod5=250

4. https://rebraindrain.wordpress.com/მარიამ-კანდელაკი-ბიოგრაფ/

5. www.radiotavisupleba.ge/a/animatsiis-akhali-talga/28261494.html

6. https://soundcloud.com/radio.../shokoladis-stumari-19-07-2016-mariam-kandelaki


გააზიარე: