The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


დავით მაჭავარიანი

დავით მაჭავარიანი
დაბადების თარიღი:28 აპრილი, 1962  (62 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

დავით ირაკლის ძე მაჭავარიანი დაიბადა თბილისში, 1962 წლის 28 აპრილს. ბავშვობიდან სწავლობდა ვიოლონჩელოზე დაკვრას. დაამთავრა: „ნიჭიერთა ათწლედი“ (პედ.: გ. კირილოვი); თბილისის II მუსიკალური სასწავლებელი (პედ.: რ. მაჩაბელი); 1985 წელს – ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (პედ.: ე. ისაკაძე, თ. გაბარაშვილი); 1989–1992 წწ. – იმავე პედაგოგებთან ასპირანტურა; 1983 წელს ამიერკავკასიის კამერული ანსამბლების კონკურსზე მოიპოვა I პრემია (ბაქო).

1989 წლიდან დავით მაჭავარიანი იყო საქართველოს ფილარმონიის სოლისტი და კამერული ორკესტრის წევრი. პარალელურად, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და „ნიჭიერთა ათწლედის“ პედაგოგი; 1992 წლიდან სწავლობდა ინდიანას უნივერსიტეტში (აშშ), სადაც მიიღო არტისტის დიპლომი და მაგისტრის წოდება;

მუსიკოსი მოღვაწეობს საუთბენდისა და ქ. კალამაზოს ორკესტრებში, აგრეთვე არის ინდიანას უნივერსიტეტის პედაგოგი, პროფესორი; მონაწილეობდა რომის, სტრეზას (იტალია), კალამაზოს(აშშ), ქ. კოლუმბიის(აშშ) ფესტივალებში; მართავს სოლო და კამერული ანსამბლის კონცერტებს;

ქართული რეპერტუარი: ს. ცინცაძის პრელუდიები, "საჭიდაო"; სხვა რეპერტუარი: ვიოლონჩელოს კონცერტები – ჰაიდნი, შუმანი; ფრანკის სონატა ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის; რახმანინოვის სონატა ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის; ბრიტენის სონატა ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის; შუმანის 5 პიესა ხალხურ სტილში და სხვა.

წყარო:

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 307


გააზიარე: