შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
თამაზ გაბრიჭიძე (გაბრიჩიძე)![]()
ბიოგრაფიათამაზ გიორგის ძე გაბრიჭიძე დაიბადა ქ. ზესტაფონში, 1951 წლის 18 ნოემბერს. 1974 წელს დაამთავრა სარატოვის უმაღლესი სამხედრო –ქიმიური სასწავლებელი, 1984 წელს – მოსკოვის მარშალ ტიმოშენკოს სახელობის ქიმიური დაცვის სამხედრო აკადემია. მსახურობდა სსრკ სხვადასხვა სამხედრო ოლქებში: 1974–1981 წწ. ბალტიისპირეთის სამხედრო ოლქში – ოცმეთაურად, ასმეთაურად, საარტილერიო პოლკის ქიმიური სამსახურის უფროსად; 1984–1987 წწ. – დივიზიის ქიმიური სამსახურის უფროსად; 1987–1992 წწ. – კორპუსის ქიმიური ჯარების უფროსად; 1992–1994 წწ. – საგანგებო სიტუაციების შტაბის საბრძოლო მომზადების განყოფილების უფროსად. 1994–1997 წწ. თამაზ გაბრიჭიძე მსახურობდა შტაბის უფროსად სამოქალაქო თავდაცვასა და საგანგებო სიტუაციების დარგში უდმურტიის რესპუბლიკაში (რუსეთი); 1997–2006 წწ. – კომიტეტის თავმჯდომარედ; 2002 წლიდან იყო უდმურტიის რესპუბლიკის სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების მინისტრი; 2006–2009 წწ. – რუსეთის სსრ საგანგებო სიტუაციების მთავარი სამმართველოს უფროსი სამარის ოლქში; 2009 წლიდან თადარიგშია. 2000 წლის 19 თებერვლიდან თამაზ გაბრიჭიძე მილიციის გენერალ–მაიორია. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2002); რუსეთის საინჟინრო აკადემიისა (2003) და რუსეთის სამედიცინო–ტექნიკური მეცნიერებათა აკადემიის (2002) ნამდვილი წევრი; უსაფრთხოების, თავდაცვისა და მართლწესრიგის პრობლემების აკადემიის აკადემიკოსი (1999). წყარო: გოგიტიძე, მამუკა. თამაზი გიორგის ძე გაბრიჭიძე // სამხედრო ფიცის ერთგულნი: ბიოგრაფიული ცნობარი) / 2. მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი. - თბ., 2015.- გვ. 172 viperson.ru/people/gabrichidze-tamazi-georgievich энциклопедия-урала.рф/.../Габричидзе_Тамази_Георг
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |