The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გიორგი ელიაძე

გიორგი ელიაძე
დაბადების თარიღი:27 მარტი, 1952  (72 წლის)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

გიორგი ვასილის ძე ელიაძე დაიბადა 1952 წლის 27 მარტს, რუსეთში (კამჩატკის პეტროპავლოვსკი, დაბა ინდუსტრიალნაია), სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. 1976 წელს დაამთავრა ქ. ორჯონიკიძის უმაღლესი სამხედრო–საჯარისო სამეთაურო სამხედრო სასწავლებელი.

1976–1989 წწ. მსახურობდა ჯარების ცენტრალურ ჯგუფში – ოცმეთაურად, ბატალიონის შტაბის უფროსის მოადგილედ, ასეულის მეთაურად თურქესტანის სამხედრო ოლქში; შტაბის უფროსად–ბატალიონის მეთაურის მოადგილედ ორჯონიკიძის უმაღლეს სამხედრო–საჯარისო სამეთაური სამხედრო სასწავლებელში, ბატალიონის მეთაურად ჩრდილო–კავკასიის სამხედრო ოლქში; 1979–1989 წწ. 101–ე მოტომსროლელი პოლკის მე–7 მოტომსროლელი პოლკის ბატალიონის მეთაურად ავღანეთის დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

1990 წელს გიორგი ელიაძემ დაამთავრა გენერალური  შტაბის აკადემია. მსახურობდა რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა სამხედრო ნაწილში: მეთაურობდა  ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის მოტომსროლელ ბრიგადას, შემდეგ დივიზიას; 1993 წელს მიენიჭა რუსეთის ფედერაციის არმიის გენერალ-მაიორის წოდება. 1999 წელს იბრძოდა ჩეჩნეთში, 136–ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურად; რუსეთის პრეზიდენტის 2005 წლის 9 მარტის ბრძანებულებით დაინიშნა საარმიო კორპუსის მეთაურის მოადგილედ; 2007-2011 წწ. იყო შორეული აღმოსავლეთის მე-5 არმიის სარდლის მოადგილე; 2009 წელს დაინიშნა სამხედრო მრჩევლად სირიის ატაბთა რესპუბლიკაში.

გიორგი ელიაძე დაჯილდოებულია რუსეთის ფედერაციის 2 ორდენით („წითელი ვარსკვლავის“ და „მამაცობის“) და 11 მედლით.

წყარო: 

1. გოგიტიძე, მამუკა. გიორგი ვასილის ძე ელიაძე // სამხედრო ფიცის ერთგულნი : ბიოგრაფიული ცნობარი) / მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი. - თბილისი, 2015.- გვ. 171

2. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.644


გააზიარე: