შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
გიორგი ხიმშიაშვილი (ხიმშიევი)![]()
ბიოგრაფიათავადი გიორგი სპირიდონის ძე ხიმშიაშვილი დაიბადა 1836 წლის 14 ივნისს. 1855 წლის 11 ივნისს პრაპორშჩიკის ჩინით დაამთავრა პავლოვის კადეტთა კორპუსი. სამხედრო სამსახური დაიწყო საველე არტილერიის მეცამეტე ბრიგადაში. მონაწილეობდა ყირიმის (1853–1856) და რუსეთ-თურქეთის (1877–1878) ომებში. 1856 წლის 23 სექტემბერს მიენიჭა პოდპორუჩიკის წოდება; 1859 წ. მონაწილეობა მიიღო დასავლეთ კავკასიაში მთიელთა წინააღმდეგ გამართულ კამპანიაში და დაწინაურდა პორუჩიკად; 1865 წ. გახდა შტაბს–კაპიტანი; 1867 წ. 29 აგვისტოს – კაპიტანი; 1873 წ. 29 დეკემბერს – პოდპოლკოვნიკი, ხოლო 03.10.1877 წ. – პოლკოვნიკი. 23.10.1874–დან – 27.04.1878 წლამდე გიორგი ხიმშიაშვილს ეკავა 21-ე საარტილერიო ბრიგადის მეორე ბატარეის მეთაურის თანამდებობა; 1878 წლის 27 აპრილს დაინიშნა კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადის 1–ლი ბატარეის ხელმძღვანელად; 13.01.1892–დან – არტილერიის მე-6-ე ბრიგადის მეთაური; 1893 წ. 30 იანვრიდან ხელმძღვანელობდა 39–ე საარტილერიო ბრიგადას; 1897 წ. 9 თებერვლიდან – კავკასიის გრენადერთა ბრიგადის არტილერიას; 13.04.1899 წლიდან კი კავკასიის 1-ლი საარმიო კორპუსის მთელ არტილერიას ჩაუდგა სათავეში. 12.10.1892 მიენიჭა გენერალ-მაიორის ჩინი, 06.12.1900 – გენერალ-ლეიტენანტია, ხოლო 13. 04. 1908 –არტილერიის გენერალი. 1905 წლის 5 მარტს გენერალმა ხიმშიევმა დაკავებული თანამდებობა დატოვა და გახდა დაჭრილებზე მზრუნავი ალექსანდროვის კომიტეტის წევრი. 1906–1913 წწ. გიორგი ხიმშიაშვილმა გადასცა 339 კვადრატული საჟენი მიწა მთაწმინდაზე ეპარქიის სასულიერო-განმანათლებელ საძმოს, მიხეილ ტვერელის ეკლესიის ასაშენებლად. გენერალი გარაიცვალა 1917 წლის 16 ივლისს ბორჯომში. დაკრძალულია თბილისში წმინდა მიხეილ ტვერელის ეკლესიის ეზოში (საფლავი დაკარგულია). ღვაწლმოსილი გენერალი ბრძოლაში სიმამაცისათვის დაჯილდოებული იყო 2 ბატარეისა და 21 საარტილერიო ბრიგადის მუნდირით. ასევე ორდენებით: წმ. გიორგის – 4 ხარისხის (19. 04. 1878); წმ. ანნას – 3 ხარისხის (1896), 2 ხარისხის (1874), 1 ხარისხის (1899); წმ. სტანისლავის – 3 ხარისხის (1860), 2 ხარისხის (1871), 1 ხარისხის (02. 04. 1895); წმ. ვლადიმერის – 2 ხარისხის; 50 წელი ოფიცრის უმწიკვლო სამსახურისათვის – 1906; თეთრი არწივის (1911); წმ. ალექსანდრე ნეველის (1913). წყარო: 1. https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_ხიმშიაშვილი 2. www.grwar.ru/persons/persons.html?id=2016
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |