The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ირაკლი ჯიბლაძე

ირაკლი ჯიბლაძე
დაბადების თარიღი:1987  (37 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი

ბიოგრაფია

ირაკლი ჯიბლაძე ერთადერთი ქართველია, რომელიც ავსტრიის ერთ-ერთ უმსხვილეს საბანკო ჯგუფში Erste Bank-შია დასაქმებული. 2016 წლის დეკემბრიდან იგი ავსტრიულ ბანკში რისკების მართვის მიმართულებით, კერძოდ, Group Risk Data and Reporting-ის დეპარტამენტში მუშაობს. 

ირაკლი ჯიბლაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET). ISET-ის მიზანი პროფესიონალი ეკონომიკური კადრების, ეკონომიკის მაგისტრების გაზრდაა. ეკონომიკა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში ისწავლება. სტუდენტები სწავლობენ ანალიტიკური კუთხით გადაწყვეტილების მიღებას მონაცემების, მათემატიკური და მოდელირების ხერხების გამოყენებით. ISET-ის სასწავლო პროგრამა აშშ-ს და დასავლეთ ევროპის პროგრამების შესაბამისია. სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. უნივერსიტეტში ასწავლიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული პროფესორები.

Erste ბანკში გადასვლამდე ირაკლი ჯიბლაძე იყო კავკასიის უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი (2010 სექტემბერი – 2016 დეკემბერი); ხელმძღვანელობდა სს „იშბანკი საქართველოს“ რისკების მართვის მიმართულებას (2013 აპრილი– 2016 ნოემბერი); მუშაობდა ეროვნულ ბანკში (2009 დეკემბერი–2013 მარტი); ასწავლიდა კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლაში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე და სხვა.

ირაკლისთვის Erste ბანკში მუშაობა პროფესიული ზრდის, რეალიზებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესანიშნავი საშუალებაა. ავსტრიული Erste Bank–ი 1819 წელს დაარსდა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც არის წარმოდგენილი. „ავსტრიულ და ქართულ საბანკო სისტემას შორის განსხვავებაზე თუ ვისაუბრებთ, პირველ რიგში ეს მასშტაბებია. ამასთან, Erste ბანკშიც და ზოგადად საბანკო სექტორში დასაქმებულებისთვის არსებობს უამრავი შეღავათები, ე. წ.  ბენეფიტები, სამუშაო გარემო მაქსიმალურად კომფორტზე ორიენტირებულია. ზოგადად, თანამშრომელთა უფლებები ძლიერადაა დაცული“ – ამბობს ირაკლი ჯიბლაძე. 

ვენის ბანკში მოხვედრის გზას იგი ასე აგვიწერს: „2016 წლის გაზაფხულზე გავგზავნე აპლიკაცია, რომელიც რეზიუმეს და სამოტივაციო წერილს მოიცავდა. ამის შემდეგ მქონდა ორი საკმაოდ ხანგრძლივი გასაუბრება, ერთი სატელეფონო და მეორე ვიდეო ჩართვით შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან. ივლისში კი ოფიციალური მოწვევა მივიღე“. მომავალ გეგმებზე კორესპონდენტთან საუბრისას კი აღნიშნავს:  „ამჟამად ბანკში დიდი პროექტი მიმდინარეობს, რომელიც ჯგუფის წევრ ყველა ბანკში მონაცემთა მართვის სისტემების დახვეწასა და გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ჩემი ძირითადი მოვალეობებიც ახალი რეპორტების შექმნასა და დანერგვას, არსებული სისტემების გაუმჯობესებასა და სხვა მსგავს საკითხებს უკავშირდება“. 

წყარო:

1. https://bpn.ge/.../32620-rogor-gakhda-30-tslis-irakli-jibladze-avstriis-umskhviles-saba... 

 


გააზიარე: