შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
თეა ხელაშვილი![]()
ბიოგრაფიათეა ხელაშვილი დაიბადა თბილისში, 1967 წლის 5 ივნისს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი და, პარალელურად, მეორადი ფაკულტეტი ფერწერის განხრით. მხატვრობა და ზოგადად, ხელოვნება ყოველთვის იყო მისი სულიერი ნავსაყუდელი. ბავშვობიდან ხატავდა, სისტემატურად მონაწილეობდა საქართველოსა და საზღვარგარეთ გამართულ ჯგუფურ გამოფენებში. 1997 წლიდან გახდა საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. ათენის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში თეამ უპრობლემოდ შეისწავლა ენა, მოიარა ქვეყანა, გაეცნო ანტიკური კულტურის ძეგლებსა და თანამედროვე ხელოვნების სტრუქტურას. ისე მოხდა, რომ საბერძნეთში ახალი ჩასული იყო, როცა მუშაობა დაიწყო ერთ–ერთ გალერეაში მხატვრად. რვათვიანი სასწავლო პროგრამის დამთავრების შემდეგ, რადგან ვიზა ერთწლიანი ჰქონდა, გადაწყვიტა დარჩენილიყო და გაეგრძელებინა შემოქმედებითი ცხოვრება. გალერეა აკროპოლისთან ახლოს, ტურისტებით სავსე უბანში იყო განთავსებული. გალერეის მეპატრონე საკმაოდ სუსტი მხატვარი, მაგრამ კარგი ბიზნესმენი აღმოჩნდა. თეა ერთი წლის მანძილზე მისი სახელით ხატავდა სხვადასხვა ზომის ფერწერულ ტილოებს. მეპატრონე ხელს აწერდა და ყიდდა. თეასთვის ეს მექანიკური სამუშაო იყო, ხატავდა დამკვეთის მიერ შერჩეული სტილითა და წინასწარ განსაზღვრული ფერებით, მაგრამ ამ კომპრომისზე წასვლამ საშუალება მისცა უცხო ქვეყანაში ფეხზე დამდგარიყო, ელემენტარულად, საღებავების ფული ჰქონოდა და საკუთარი ნამუშევრები შეექმნა. თეა ხელაშვილი ძირითადად, ფერწერაში მუშაობს, ცდილობს ტილოზე გადაიტანოს ნაფიქრი და განცდილი. მაძიებელი ბუნება აქვს, სიახლეებისკენ მიილტვის. „ყოველთვის მაინტერესებდა ახალი მასალის ცდა, მხატვრობაში ხომ შესაძლებლობები ამოუწურავია... ძალიან მიყვარს გრაფიკა, ასევე ქსოვილზე მუშაობა ბატიკის ტექნიკით. მიმუშავია გობელენშიც და მინანქარზეც... საბერძნეთში ვცადე პირველად კარიკატურების კეთებაც, სხვათა შორის, კარგად გამომივიდა და ესეც საინტერესო გამოცდილება იყო“, – ამბობს თეა. წყარო: 1. https://www.versia.ge/.../4584-„მუდმივად-მაძიებელი“-ქართველი-მხატვრის-ბე... 2. radio1.ge/ge/videos/view/174365.html
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |