შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
სულაიმან ფაშა ას–საღირი ქუჩუქი![]()
ბიოგრაფიასულაიმანი ფაშა ას–საღირი (ქუჩუქი) დაახლოებიღ 1785 წელს დაიბადა საქართველოში ღარიბი გლეხის ოჯახში. ერაყის გამგებელმა ჰაფიზ ალი ფაშამ, რომელიც მას ბიძად ეკუთვნოდა, ბაღდადში ჩაიყვანა და სასახლის კარზე გაზარდა. სულაიმანმა სათანადო განათლება იქვე მიიღო და სამსახურებრივ კიბეზე დაიწყო დაწინაურება. ცხრამეტი წლის ასაკში იგი ქაჰიას თანამდებობაზე დაინიშნა და საფაშოს შეიარარებულ ძალებს ჩაუდგა სათავეში. 1906 წელს მისი ხელმძვანელობით ჩატარდა სამხედრო ოპერაცია ქურთისთანში, რომლის დროსაც ტყვედ ჩავარდა და რამდენიმე თვე თეირანში გაატარა. 1807 წელს ბაღადში დაბრუნების შემდეგ კვლავ ქაჰიას თანამდებობაზე დაინიშნა. იმავე წლის 15 აგვისტოს, ჰაფიზ ალი ფაშაზე შეთქმულთა თავდასხმის დროს, იგი ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს. ხოლო ბიძის სიკვდილის შემდეგ ხელში აიღო საფაშოს გამგებლობა, როგორც მისმა მემკვიდრემ – ჰაფიზ ალის დის შვილმა, ქაჰიამ და სიძემ. სულაიმანმა დაიკავა სახელმწიფო დაწესებულებები, ხაზინა და ამის შემდეგ დაიწყო შეთქმულების განადგურება. არტილერიისა და ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორების მხარდაჭერით (რომლებიც ბაღდადში ჯერ კიდევ ჰაფიზ ალი ფაშას მოწვევით მოღვაწეობდნენ) სულაიმანმა დაიქვემდებარა ბაღდადი და შეთქმულების ლიდერები სიკვდილით დასაჯა. ამის შემდეგ სულაიმანის მხარდამჭერები სასახლეში შეიკრიბნენ და იგი ერაყის ვალის თანამდებობაზე აირჩიეს. ეს გადაწყვეტილება სულთანს ეცნობა და სტამბოლში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. სულთან სელიმ III სურდა, საბოლოოდ მოეღო ბოლო ქართველთა დინასტიური მმართველობისათვის ერაყში და კიდევ ერთი მამლუქური წარსულის მქონე პიროვნების დანიშვნა ერაყის გამგებლად გულზე არ ეხატებოდა. ოსმალეთის იმპერიის მთავრობამ უარი განაცხადა სულაიმანის აღიარებაზე ბაღდადის მმართველად და მის ნაცვლად ერაყის ფაშად არზრუმის ვალი ჰაჯი იუსუფ დია დაინიშნა. სულაიმანს კი სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მაგარამ სტამბულმა არახელსაყრელი საერთაშორისო ვითარების გამო, ვერ შეძლო თავისი გადაწყვეტილების განხორციელება. ეს იყო ნაპოლეონის აღზევების პერიოდი, რომელიც ოსმალეთის საუკუნოვანი მტრის რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის ემზადებოდა, სტამბოლში საფრანგეთის ელჩმა სებასტიანმა დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი როლის თამაში და მისი ძალისხმევით სულაიმანმა მიიღო ფაშას თანამდებობა. სულაიმანის სასრგებლოდ დიდი როლი ითამაშა ოსმალეთში განვითარებულმა მოვლენებმა – 1807 წლის იენიჩართა აჯანყებამ, რამაც სელიმ III სიცოცხლე შეიწირა. იუსუფ დია ბაღდადიდან გაიქცა და სულაიმანს გზა გაეხსნა ვალის ტახტისკენ, რომელიც 1808 წელს დაიკავა . სტამბოლს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და სულაიმანი ბაღდადის ფაშად სცნო. სულაიმან ფაშას, რომელიც ცნობილია ას–საღირის (ქუჩუქის) სახელით, წილად ხვდა ემართა პრობლემებით სავსე ერაყი. პრობლემების გადაჭრა კი ძალის გამოყენებით გადაწყვიტა – სამხედრო ექსპედიცია გაგზავნა მოსისხლე მტრის აბდ არ–რაჰმან ბაბანის, დაფირის არაბული ტომისა და ქურთ–იეზიდების წინააღმდეგ. მაგრამ ეს ექსპედიციები წარუმატებელი იყო. რაც შეეხება ბასრასა და დიარბაქირის რაიონს აქ სისხლიანმა აჯანყებებმა იფეთქა. ამ პრობლემებს თან დაერთო ისიც, რომ ერაყში დღითი დღე იზრდებოდა ინგლისური ოსტ–ინდოეთის კომპანიის გავლენა, რასაც სულაიმან ფაშა ას–საღირი (ქუჩუქი) სასტიკად ეწინააღმდეგებოდა, თუმცა მხარს უჭერდა ერაყ–ინდოეთის ვაჭრობის განვითარებას. სუალიამან ფაშაზე დადიოდა ხმები, რომ იგი ვაჰაბიტებს უჭერდა მხარს. ეს კი სავსებით საკმარისი იყო, იმისთვის, რომ სულთან მაჰმუდ II მისი მოშორება გადაეწყვიტა სამხედრო ჩარევის ან შეთქმულების გზით. ეს მისია ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოხელეს, საფრანგეთში პორტას ყოფილ ელჩს ხალათ ეფენდის დაევალა, რომელიც ბაღდადში 1810 წლის გაზაფხულზე ჩავიდა. ხალათ ეფენდი ბაღდადში არამარტო საულაიმან ფაშა ქუჩუკის მოსაშორებლად, არამედ ყოფილ მამლუქთა დინასტიური მმართველოს გასანადგურენლადაც იყო ჩასული. ხალათ ეფენდიმ ბაღდადში თავის გარშემო სულაიმან ქუჩუკით უკმაყოფილო მამლუქების შემოკრება დაიწყო და ამ საქმეში წარმატებასაც მიაღწია. ზოგი მამლუქი მის ბანაკში აღმოჩნდა და მათ აბდ ალ–ლაჰ აღა და დაუდ ეფენდი (მანველიშვილი) მეთაურობდნენ. ბრძოლა დაუდი ეფენდისა და სულაიმან ქუჩუკის ჯარებს შორის ბაღდადის შემოგარენში 1810 წლის 5 ოქტომბერს ნაშუადღევს გაიმართა. სულაიმან ფაშა დამარცხდა, მდინარე დიალასაკენ დაიხია და ალ-მუნთაფიკების შეიხ ჰამუდ ას–სამირს მიმართა დახმარებისთვის, მაგრამ მისი თხოვნა უპასუხოდ დარჩა. ხალათ ეფენდის დაქვემდებარებაში მყოფი აშ–შამარის არაბული ტომის ძალები სულაიმანის ბანაკს დაედევნენ და მცირე ბრძოლის შემდეგ ბაღდადის ფაშა სიცოცხლეს გამოასალმეს. მისი მოკვეთილი თავი სტამბოლში გაგზავნეს. წყარო: 1. თოფურიძე, ირაკლი. სულაიმან ფაშა ას–საღირი (ქუჩუკი) 1808-1810 წწ. / ირაკლი თოფურიძე // მამლუქთა ეპიქა ერაყში. თბილისი, 2015 . – გვ. 120-125. 2. http://mdinareebimwerlobashi-nonka.blogspot.com/2012/01/blog-post_29.html
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |