შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
არჩილ ჭეიშვილი![]()
ბიოგრაფიაბოსტონში მცხოვრებმა ქართველმა ახალგაზრდამ, 23 წლის არჩილ ჭეიშვილმა მეგობრებთან ერთად, ტექნოლოგიური კომპანია Palatine Analytics დააფუძნა. კარიერულ წინსვლამდე იყო ჰარვარდის უნივერსიტეტი, სადაც არჩილი საბა ბერიძესთან ერთად Education USA-სა და საერთაშორისო განათლების ცენრის დახმარებით ჩაირიცხა. ”ბავშვობიდან მქონდა ოცნება, რომ ხალხის ცხოვრება უკეთესობისკენ შემეცვალა. ოცნების მისაღწევად ვიცოდი, რომ კარგი განათლება დამჭირდებოდა. ღმერთის, ოჯახის, მასწავლებლებისა და მეგობრების დახმარებით ჰარვარდის უნივერსიტეტში მოვხვდი. როდესაც ჰარვარდში ჩავედი, შესასვლელ კარიბჭეზე ეწერა „შედი, რომ სიბრძნეში გაიზარდო“. ამ შეგონებამ მეტი მოტივაცია მომცა, რომ უნივერსიტეტისგან რაც შეიძლება მეტი მიმეღო”, - ამბობს არჩილ ჭეიშვილი. არჩილი საქართველოსაც არ ივიწყებს. მან ქართველი მეგობრები დააკავშირა სტუდენტურ ორგანიზაცია Veritas Olympics-თან, რომელიც აწყობს სასკოლო ოლიმპიადებს ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტურ ორგანიზაციასთან ერთად. Veritas Olympics-ის გენერალური მენეჯერი ლაშა შარიქაძე გვიყვება, რომ ვერიტასელები გახდნენ ახალგაზრდები, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ და ყველა წარმატებული ადამიანია. მათ მხარში ამოუდგა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საერთო ძალისხმევით Veritas Olympics-მა უკვე ორჯერ ჩაატარა სასკოლო ოლიმპიადა ინგლისურ ენასა და მათემატიკაში – 2015 წლის შემოდგომაზე და 2016 წლის გაზაფხულზე, საქართველოს ქალაქებში: თბილისი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ბათუმი. წყარო: 1. https://bpn.ge/.../34283-23-tslis-qarthvelma-bostonshi-teqnologiuri-kompania-daafud... 2. www.osgf.ge › საინფორმაციო რესურსები › ახალი ამბები 3. https://sputnik-georgia.com/society/20151027/228903998.html 4. www.veritas.ge/news
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |