The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალექსანდრე ვაჩნაძე

ალექსანდრე ვაჩნაძე
დაბადების თარიღი:8 აგვისტო, 1855
გარდაცვ. თარიღი:24 დეკემბერი, 1922  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ალექსანდრე ივანეს ძე ვაჩნაძე დაიბადა 1855 წლის 8 აგვისტოს, სოფ. კოლაგში (ახლანდელი გურჯაანის მუნიციპალიტეტი). თავადური წარმოშობის მართლმადიდებელმა დაამთავრა პოლტავის სამხედრო გიმნაზია და თბილისის იუნკერთა სასწავლებელი. 1871 წლის 23 აგვისტოდან მსახურობდა კავალერიაში, პიატიგორსკის 151-ე ქვეით პოლკში.

სამხედრო წოდებები: პრაპორშჩიკი (21.04.1875); პოდპორუჩიკი (23.07.1877); პორუჩიკი (09.07.1878, ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისთვის); შტაბს–კაპიტანი (06.09.1881); კაპიტანი (15.03.1888); პოდპოლკოვნიკი (26.02.1899).

ალექსანდრე ვაჩნაძე მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთისა (1877–1878) და რუსეთ-იაპონიის (1904–1905) ომებში. 1899–დან შემახის 261–ე პოლკის მეთაურის მოადგილე; მეთაურობდა ასეულს, ბატალიონს: ვოლნოს 53–ე ქვეითი პოლკი (11.10.1905-20.08.1906); სტავუჩანის 274–ე სარეზერვო ბატალიონი (15.12.1906-12.10.1907); ასპანდუზის სარეზერვო ბატალიონი (23.05.1908-24.10.1910). მე–5 სამწყობრო პოლკი ( 24.10.1910–დან).

1905 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1913 წელს გახდა რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი. 1914 წლის 1 მარტიდან თადარიგში გავიდა.

პირველი მსოფლიო ომის (1914–1918) დროს ალექსანდრე ვაჩნაძე მწყობრში დაბრუნდა. 1915 წლის 21 თებერვალს დაინიშნა ამიერკავკასიის მე-2 სარეზერვო ქვეითი ბრიგადის მეთაურად, 1916 წელს კი კავკასიის მე-4 საარტილერიო ბრიგადის მეთაურად. 

დაჯილდოებული იყო: წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით, მახვილებითა და ბაფთით (1877); წმ. სტანისლავისა (1889) და წმ. ანას (1893) II ხარისხის ორდენებით; ოქროს იარაღით (1906); წმ. ვლადიმირის III (1909) და წმ. სტანისლავის I (1915) ხარისხის ორდენებით.

ალექსანდრე ვაჩნაძე დაქორწინებული იყო თამარ ციციშვილზე. გენერალ–მაიორი იყო მისი ძმა კონსტანტინე ვაჩნაძეც.

გენერალი ალექსანდრე ვაჩნაძე გარდაიცვალა 1922 წლის 24 დეკემბერს. 

წყარო: 

1. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.206

2. www.grwar.ru/persons/persons.html?id=5031 

3. histpol.pl.ua/.../vospitanniki-ppkk-georgievskie-kavaler...


გააზიარე: