The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მატა შველიძე

მატა შველიძე
დაბადების თარიღი:1991  (33 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი

ბიოგრაფია

26 წლის ქართველი ეკონომისტი მატა შველიძე ლონდონში, ბრინჯის უმსხვილეს საწარმოში – Tilda Rice Сompany, ბიზნესის განვითარების სპეციალისტად მუშაობს.  უმაღლესი განათლება საქართველოში, ”შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ მიიღო. დაამთავრა საერთაშორისო ეკონომიკის ინგლისურენოვანი ფაკულტეტი. 

დიდ ბრიტანეთში, ბირმინგემის უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება მატამ ბაკალავრიატის დასრულებისთანავე გადაწყვიტა, თუმცა უნივერსიტეტისგან უარი მიიღო, რადგან მათ ასაკობრივ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.

ახალგაზრდა ეკონომისტს ფარ–ხმალი არ დაუყრია, გადაწყვიტა უნივერსიტეტი დაერწმუნებინა, გამონაკლისი დაეშვათ. ერთი თვის განმავლობაში უნივერსიტეტის ყველა დეპარტამენტში განუწყვეტლივ რეკავდა და მეილებს აგზავნიდა. შედეგად უნივერსიტეტისგან მაგისტრატურაზე ჩარიცხვის წერილი მიიღო და სწავლა ბირმინგემის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების განხრით გაააგრძელა.
მატა შველიძის თქმით, მან ყოველთვის იცოდა, რომ ოჯახის წევრებისგან განსხვავებით, რომლებიც ექიმები არიან, სხვა პროფესიას აირჩევდა და ამ მიმართულებაში წარმატებული იქნებოდა. მისი კარიერული წინსვლა საქართველოში სწავლის პერიოდშივე დაიწყო. თავდაპირველად, საქართველოს პარლამენტში, ეკონომიკურ კომიტეტში სტაჟირებაზე იყო, ასევე ”ბანკ რესპუბლიკაში” კონსულტანტად მუშაობდა. ლონდონში სწავლის გაგრძელების პარალელურად უნივერსიტეტში ასისტენტის პოზიცია ეკავა და ყველა აქტივობაში იყო ჩართული.                              

მაგისტრატურის დასრულების შემდეგ მატა ლონდონში, აუთსორსინგისა და პროფესიული მომსახურების კომპანია CAPITA-ში, გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით მუშაობდა. CAPITA ბრიტანეთის უმსხვილეს კომპანიებს ბიზნეს პროცესების მართვის მენეჯმენტის მომსახურებას უწევს.                                                                 

ამ ეტაპზე წარმატებული ახალგაზრდა  Tilda Rice Company–ში მუშაობის პარალელურად აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას საქართველოში კომპნია ”CA International”-თან, სადაც მუშაობა 2015 წელს დაიწყო. გენერალური დირექტორის მოადგილისა და ხარისხის მენეჯერის თანამდებობაზე. ლონდონში დაბრუნების შემდეგ კომპანიასთან თანამშრომლობა გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე გააგრძელა. ახლა ლონდონსა და საქართველოში პარალელურად საქმიანობს.                                                                                                        

”უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება ძალიან რთულია. ძალიან ბევრი და ძლიერი კონკურენტი გყავს. თუმცა შრომა, გამართლება, კონტაქტები და მეგობრები ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი გეხმარებიან. ბირმინგემის უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა გავმხდარიყავი იმ პროფესიონალთა გუნდის წევრი, რომლებიც მსოფლიოს სტანდარტებს აკმაყოფილებენ. ამჟამად საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობ და გამოცდილებას ვაგროვებ, რათა საკუთარი თავი სხვადასხვა მიმართულებით განვავითარო“, – აღნიშნავს მატა.                                                                             ახალგაზრდა ეკონომისტი მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს. მომავალში, დაახლოებით წელიწადნახევარში, გეგმავს სწავლის გაგრძელებას ლონდონში, დოქტორანტურაზე.

წყარო:
1. https://bpn.ge/.../35852-akhalgazrda-qarthveli-ekonomisti-romelic-londonis-brinjis-u...


გააზიარე: