The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მზია სიმონიშვილი

მზია სიმონიშვილი
დაბადების თარიღი:2 ოქტომბერი, 1965
გარდაცვ. თარიღი:19 მაისი, 2013  (47 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვენა, ავსტრია
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

მზია ბენიამინის ასული სიმონიშვილი დაიბადა 1965 წლის 2 ოქტომბერს, თბილისში. 1973 წლიდან სწავლობდა „ნიჭიერთა ათწლედში“, პედაგოგი ვანდა შიუკაშვილი (ფორტეპიანო). 1980 წელს გაიმარჯვა საქართველოს პიანისტთა ეროვნულ კონკურსში.

1989 წელს, იგივე პედაგოგთან დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი (1985–1989 წწ.). სწავლის პერიოდშივე გამოდიოდა საქართველოს ფილარმონიის ორკესტრთან ერთად ჯანსუღ კახიძის დირიჟორობით.

მზია სიმონიშვილი იყო მენდელსონისა (ჰამბურგი, გერმანია) და ბუზონის (1994, ბოლცანო, იტალია) საერთაშორისო კონკურსების I პრემიის მფლობელი, მონტე–კარლოს საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (საპატიო დიპლომი და I პრემია, 1998 წ.)

1990 წლიდან მუსიკოსი მონაწილეობდა ფესტივალებში (ფინეთი, ჰოლანდია);  მნიშვნელოვანი საკონცერტო გამოსვლები ჰქონდა მსოფლიოს სხვადასხვა მუსიკალურ ცენტრში. 1992 წელს შედგა მისი დებიუტი შვეიცარიაში; ამავე წლიდან იყო საქართველოს ფილარმონიის სოლისტი, პარალელურად, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პროფესორ ვ. შიუკაშვილის ასისტენტი; 1993 წელს სწავლა განაგრძო ვენის Hohschsule-ში, პედაგოგი პ. ბადურა-სკოდა.

გამოშვებული აქვს ალბომი, რომელშიც შევიდა: ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეოთხე სონატა, სერგეი პროკოფიევის მეორე სონატა, ფედერიკ შოპენისა და მორის რაველის პიესები.
2004 წლიდან მზია სიმონიშვილი იყო ავსტრიის მოქალაქე. ბოლო წლებში იგი ვენაში მოღვაწეობდა და ხშირად მართავდა კონცერტებს ლა–სკალაში, მიუნხენის “ჰერკულეს – ცენტრში”, ჰამბურგის “მიუზიქჰოლში” და ვენის “კონცერტჰაუსში“; არაერთი საქველმოქმედო კონცერტი აქვს ჩატარებული ქართველი ბავშვების დასახმარებლად.

გარდაიცვალა ვენაში, 2013 წლის, 19 მაისს. იქვეა დაკრძალული.

დისკოგრაფია: Winner Recital Mzia Simonishvili. Busoni Piano Competention 1994. Live recording. Catalogue No. CDX-25218-2 EAN 7619913252180.

წყარო:

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 432

2. https://ru.wikipedia.org/wiki/Симонишвили,_Мзия 


გააზიარე: