The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


გიორგი ხარაძე

გიორგი ხარაძე
დაბადების თარიღი:16 სექტემბერი, 1984  (35 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

ვიოლონჩელისტი გიორგი ხარაძე დაიბადა 1984 წლის 16 სექტემბერს თბილისში, მუსიკოსთა ოჯახში. მამა – არჩილ (ტატო) ხარაძე მევიოლინეა. ამჟამად მოღვაწეობს პარიზის კვარტეტ „არპეჯიონაში“ („Arpeggione“) და მულანის „კამერატაში“, როგორც ალტისტი და კონსულტანტი; გიორგის და, თეონა და დედა –  ლიანა ჩიქოვანიც მევიოლინეები არიან. ქალბატონი ლიანა “Conservatoire de musique de Chantilly”–ს პროფესორია, ხოლო, თეონა ქ. რუანის სიმფონიური ორკესტრის II ვიოლინოების კონცერტმაისტერად მუშაობს. 

1990–1993 წლებში გიორგი ხარაძე ვიოლონჩელოზე დაკვრის ხელოვნებას თბილისის №2 მუსიკალურ სასწავლებელში ეუფლებოდა (პედაგოგი: ლ. ტურაზიანი). 1993 წლიდან ოჯახთან ერთად ევროპაში, ემიგრაციაში წავიდა. 1998 წელს დაამთავრა ორლეანის (საფრანგეთი) კონსერვატორია, 2002 წელს – პარიზის კონსერვატორია (პედაგოგი: როლან პიდუ), ხოლო, 2004 წელს – კიოლნის (გერმანია) ასპირანტურა (პედაგოგი: ფრანც პელმერსონი).

2013 წლიდან მუსიკოსი მუშაობს პარიზის ბასტილიის ოპერის ორკესტრში. იგი ამ ორკესტრის კონცერტმაისტერი და წამყვანი ჩელისტია. ამ პოზიციაზე მან 70  კონკურენტს შორის გაიმარჯვა.

გიორგი ძალიან ემოციური მუსიკოსია. მისი ბიოგრაფია სავსეა საკონკურსო გამარჯვებებითა და სახელოვან მუსიკოსებთან თუ ორკესტრებთან თანამშრომლობით. იგი რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია: I პრემია (შტუტგარდტი, 2001);  III პრემია (პ. კაზალსის სახელობის, 2002); II პრემია (როსტროპოვიჩის სახელობის, პარიზი, 2005); I პრემია და გრან–პრი (ე. ფოიერმანის სახელობის, ბერლინი, 2006); მას მიღებული აქვს ერთ–ერთი გამორჩეულად საპატიო ჯილდო, ბეთჰოვენის ბეჭედი, კომპოზიტორის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის (ბეთჰოვენის ფესტივალი, ბონი, 2007).

გიორგი ხარაძე ეწევა აქტიურ საკონცერტო–საგასტროლო მოღვაწეობას. ხშირად უკრავს საქართველოშიც, მუსიკალურ ფესტივალებსა თუ საქველმოქმედო კონცერტებში. გასტროლები: საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი, პოლონეთი, ესტონეთი და სხვ.

რეპერტუარი: ვაჟა აზარაშვილი, ვლნჩ კონცერტი (პირველი შესრულება ქ. კრომბერგი. გ. კრემერის ორკ. „კრემერატა ბალტიკასთან“ ერთად, 2003); სულხან ცინცაძე, პრელუდიები (პირველი შესრულება  პარიზი, 2005); ვაჟა აზარაშვილი, ვლნჩ კონცერტი (თბილისი, 2014); ალექსი მაჭავარიანი, ვლნჩ კონცერტი (პირველი შესრულება თბილისი, 2013); შოსტაკოვიჩი №1; დვორჟაკი, შუმანი და სხვ.; კამერული რეპერტუარი: ი. ს. ბახი, 6 სიუიტა; ბეთჰოვენი, ვლნჩ სონატები და სხვ.

წყარო:

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.578  


გააზიარე: