The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


თევდორე გარსევანიშვილი

დაბადების თარიღი:20 მარტი, 1924
გარდაცვ. თარიღი:8 აპრილი, 1987  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

საბჭოთა კავშირის დამსახურებული სამხედრო მფრინავი (1967) თევდორე დავითის ძე გარსევანიშვილი დაიბადა 1924 წლის 20 მარტს, გორში. 1941 წელს დაამთავრა თბილისის საფრენოსნო სკოლა, 1944 წელს – კრასნოდარის საპილოტო სასწავლებელი.

II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა უკრაინის პირველ ფრონტზე. მონაწილეობდა პოლონეთისა და ჩეხოსლოვაკიის განთავისუფლების, ბერლინის აღებისა და კვანტუნის არმიის წინაარმდეგ ბრძოლებში (1945 წ.). მის ამგარიშზეა 74 საბრძოლო გაფრენა.

ჩამოაგდო მტრის 7 თვითმფრინავი; კიევის მახლობლად ბროვანში მემორიალად დგას ომში გადარჩენილი მისი საბრძოლო თვითმფრინავი.

ომის შემდეგ თევდორე გარსევანიშვილი მონაწილეობდა სამხედრო აეროდრომების დაგეგმარებასა და მშენებლობაში. 1964 წელს გახდა ავიაციის პოლკოვნიკი. 1967–1979 წლებში მას ეკუთვნოდა რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ფრენის ხანგრძლივობის რეკორდი.

დაჯილდოებულია 3 წითელი ვარსკვლავის, წითელი დროშის ორდენებითა და მრავალი მედლით, აგრეთვე უცხოური ჯილდოებით.

თევდორე გარსევანიშვილი გარდაიცვალა კიევში, 1987 წლის 8 აპრილს.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1. - თბ.,1997. - გვ. 563  


გააზიარე: