The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გრიგოლ კვარცხავა

დაბადების თარიღი:1907  (117 წლის)
გარდაცვ. თარიღი:199?
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

გრიგოლ კვარცხავა დაიბადა 1907 წელს, თბილისთან ახლოს. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო 1924 წლის 28–29 აგვისტოს სახალხო აჯანყებაში, რომლის დამარცხების შემდეგ იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. ორი წლის განმავლობაში კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა და მუშაობდა. შემდეგ, მეგობრების დახმარებით, შეძლო საფრანგეთში გადასვლა. თავდაპირველად ქალაქ ეპერნეს რეგიონში იშოვა სამუშაო, ოცდაათიან წლებში კი ქ. სოშოში, ცნობილ პეჟოს საავტომობილო ქარხანაში დაიწყო მუშაობა.

ქართული პოლიტიკური ემიგრაციის დიდი ნაწილი სწორედ საფრანგეთის ამ ქალაქში ცხოვრობდა. 1926 წელს მათ ჩამოაყალიბეს ქართული სათვისტომო. 1952 წლიდან გრიგოლ კვარცხავა სათვისტომოს ხაზინადარი იყო, 1977 წელს კი თავმჯდომარედ აირჩიეს.

გრიგოლ კვარცხავა ახალგაზრდობიდანვე გახდა საქართველოს სოციალ–დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი და ემიგრაციაშიც ენერგიულად გააგრძელა, როგორც პარტიული, ასევე, საზოგადოებრივი საქმიანობა. იგი იყო ქართული ეროვნული საბჭოსა და სოციალ–დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს წარმომადგენელი სოშოში და, როგორც სათვისტომოს თავმჯდომარე დიდ და ნაყოფიერ მუშაობას აწარმოებდა, რათა ფრანგების რაც შეიძლება ფართო წრისათვის გაეცნო საქართველო და ქართველი ერი.

წყარო: 

1. ინასარიძე, კარლო. გრიგოლ კვარცხავა 80 წლისაა / კარლო ინასარიძე // მებრძოლი საქართველო / ქართული ეროვნული საბჭოს ორგანო. - პარიზი, 1987. - მაისი. - N3(21). - გვ.57

 


გააზიარე: