შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
რუსუდან გვასალია![]()
ბიოგრაფიამევიოლინე რუსუდან კირილეს ასული გვასალია დაიბადა თბილისში, 1953 წლის 27 სექტემბერს. 1969 წელს დაამთავრა თბილისის ცენტრალური სამუსიკო ათწლედი (პროფესორ ლ. შიუკაშვილის კლასი). ჯერ კიდევ მოსწავლემ 1969 წელს გაიმარჯვა ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსში და I პრემია მოიპოვა. 1970-74 წლებში სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში (პროფესორ დავით ოისტრახის კლასი), 1975–1977 წლებში – ასპირანტურაში, პედაგოგი: ვ. კლიმოვი. 1979 წლიდან იყო პროფესორ ვ. კლიმოვის ასისტენტი. 1973 წელს რუსუდან გვასალიამ მოიგო მარგარეტ ლონგისა და ჟაკ ტიბოს სახელობის მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი (პარიზი, გრან-პრი), 1974 წელს კი გახდა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (მოსკოვი, II პრემია. პირველი არ გაცემულა). 1979 წელს მას მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება. მუსიკოსი 1975 წლიდან იყო „მოსკონცერტის“ სოლისტი. გასტროლებით მოვლილი აქვს საზღვარგარეთის მრავალი ქვეყანა. ამავე დროს ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვის კონსერვატორიაში (1980–1990 წლები). 1987-იდან რუსუდან გვასალია, როგორც პედაგოგი მოღვაწეობს ხელოვანთა საერთაშორისო კურსებზე (გერმანია, ქ. ფრანკენთალი). 1990 წლიდან ის არის ქალაქ მაინცის უნივერსიტეტის პროფესორი. ამ ქალაქში მან დააარსა ქალთა კამერული ორკესტრი, რომელიც ქალთა ერთადერთი ორკესტრია გერმანიაში. ქალბატონი რუსუდანი თავადვეა ორკესტრის დირიჟორი, სოლისტი და კონცერტმაისტერი. რუსუდან გვასალიას დაკვრა გამოირჩევა მაღალი საშემსრულებლო კულტურით, ინტერპრეტაციის სიღრმითა და არტისტიზმით. მის რეპერტუარშია: ს. ცინცაძე – „პოემა“; კ. შიმანოვსკი – „სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის“; ფ. კრეისლერი – „რეჩიტატივი და სკერცო სოლო ვიოლინოსათვის“; ა. ზარჟიცკი „მაზურკა“, აგრეთვე, ვენის კლასიკოსები, რომანტიკოსები და სხვ. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 1.–თ., 1997.–გვ.605 ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 108
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |