შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ნიკოლოზ ნარიმანიძე![]()
ბიოგრაფიანიკოლოზ ვასილის ძე ნარიმანიძე დაიბადა 1905 წლის 6 იანვარს, თბილისში. 1927–1929 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, პედაგოგი: ს. ვ. ბარხუდარიანი (კომპოზიცია).1937 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია, პედაგოდოგები: მ. გნესინი, რ. გლიერი, ნ. მიასკოვსკი (კომპოზიცია). შემოქმედებითი მოღვაწეობა ნიკოლოზ ნარიმანიძემ თბილისში დაიწყო. 1927–1929 წლებში იგი დირიჟორობდა სიმფონიურ ორკესტრს გ. პლეხანოვის სახელობის კლუბში. მოსკოვში გადასვლის შემდეგ, 1937–1965 წლებში იყო გამომცემლობა „Музгиз»–ის ფოლკლორული რედაქციის მთავარი რადაქტორი; 1943–1945 წწ. – სრულიად რუსეთის საგასტროლო–საკონცერტო გაერთიანების (ВГКО) მუსიკალური კონსულტანტი; 1945–1948 წწ. – სსრკ–ის კინემატოგრაფიის სამინისტროს მუსიკალური განყოფილების რედაქტორი; 1949–1965 წწ. – გამომცემლობა"Музыка-ს" რედაქტორი. კინოში ნიკოლოზ ნარიმანიძე 1939 წლიდან მოღვაწეობდა. დაწერილი აქვს მუსიკა დოკუმენტური ფილმებისთვის: „სამარყანდი“ (1939); „ბუხარა“ (1940); სიახლე სოფელში“ (1941); „შემოდგომა საქართველოში“ (1946) და სხვ. კომპოზიტორს შექმნილი აქვს: ოპერა "გამზრდელი"(1939); მუსიკალური კომედია "გულითადი საუბარი"(1955); სამი სიმფონია; ორატორია – "გაცილება საბჭოთა არმიაში" (1943, ორი სოლისტისათვის, გუნდისა და ორკესტრისათვის); საორკესტრო სიუიტები: "ქართული საცეკვაო"(1951), „დღე ქართულ კოლმეურნეობაში“ (1951), "საქართველოს სიმფონიური სურათები"(1955), „აფხაზური პოემა ორი ძმა“ (1957); კაპრიჩიო „მშობლიური სიმღერები“ (1952); სიმფონიური ლეგენდა „ორი ძმა“ (1968); ფანტაზიები სიმფონიური ორკესტრისათვის, ექვსი კამერულ–ინსტრუმენტალური სიმებიანი კვარტეტი, ინსტრუმენტული პიესები, გუნდები, სიმღერები, რომანსები, ხალხური სიმღერების გადამუშავებები, მუსიკა კინოფილმებისათვის. ნიკოლოზ ნარიმანიძე გარდაიცვალა მოსკოვში, 1975 წლის 23 აპრილს. წყარო: 1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 361 2. Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 160 3. https://dic.academic.ru/dic.nsf/enc.../Нариманидзе
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |