შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ანა ტრაპაიძე![]()
ბიოგრაფია"ბავშვობიდან მაინტერესებდა და მინდოდა მეტი გამეგო სამყაროს, ბუნების კანონების, სიცოცხლის შესახებ... ინტერესის გაღვივებაზე გავლენა იქონია დედაჩემის ქიმიკოსობამ – ძალიან მიყვარდა მის სამსახურში, ქიმიურ ლაბორატორიაში სტუმრობა, სადაც შემეძლო „ჯადოსნურ“ ექსპერიმენტებზე დაკვირვება, თვალსაჩინოებების, წიგნებისა და დანადგარების დათვალიერება“, – იგონებს ბიოფიზიკოსი ანა ტრაპაიძე, რომელიც ამჟამად გერმანიაში აგრძელებს სამეცნიერო კარიერას. ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ ანამ სწავლა გერმანიაში გააგრძელა. მან გაითვალისწინა სწავლებისა და კვლევების მაღალი ხარისხი და არჩევანი შეაჩერა ბრემენის ჯაკობსის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოლეკულური სიცოცხლის მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე, სადაც 2-წლიანი სწავლისათვის სრული დაფინანსება და საცხოვრებელი სტიპენდია მიიღო. „ეს ჩემს კარიერაში გარდამტეხი მნიშვნელობის მოვლენა იყო, რადგან მომეცა საშუალება, სხვადასხვა მიმართულების წამყვანი სპეციალისტების გვერდით თეორიულთან ერთად მრავალმხრივი პრაქტიკული გამოცდილებაც მიმეღო გენეტიკის, ეპიგენეტიკის, ბიოფიზიკისა და ბიოინფორმატიკის ლაბორატორიებში“, – აღნიშნავს ანა ტრაპაიძე. მაგისტრატურის კურსის დამთავრების შემდეგ ანამ სამაგისტრო ნაშრომზე საფრანგეთში, ტულუზის კოორნინაციული ქიმიის ლაბორატორიაში იმუშავა. აქ იგი მოლეკულების ურთიერთამოცნობისა და ურთიერთქმედების მექანიზმებს იკვლევდა, კერძოდ კი, შეისწავლიდა თუ როგორ გავლენას ახდენენ სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი მეტალები, თუთია და სპილენძი ტვინის დეგენერაციული დაავადებების ჩამოყალიბებაზე. ახალგაზრდა ბიოფიზიკოსის კვლევის საგანს წარმოადგენდა ალცჰაიმერის დაავადება. ეს არის შეძენილი ჭკუასუსტობის ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელიც ხანდაზმულებში წამყვანი პრობლემაა. მისი განვითარების ხელშემწყობი მიზეზებისა და მექანიზმების შესწავლა, რა თქმა უნდა, პრიორიტეტულია დაავადების თავიდან აცილების, დროული დიაგნოზისა და ავადმყოფის სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად. ცილა თრომბინი სისხლის შედედების მთავარი მარეგულირებელი ცილაა და მისი რაოდენობა განსაზღვრავს სისხლის უკონტროლო შედედებისა (თრომბოზის) თუ გათხელების (ჰემორაგიის) რისკს. ამ ცილის რაოდენობის მყისიერი დადგენა ექიმებს დაეხმარება დროულად მიიღონ კრიტიკული გადაწყვეტილება და პაციენტს შესაფერისი მკურნალობა რისკების შემცირებით დაუნიშნონ. ეს პროექტი მაღალი ინტერდისციპლინარულობით გამოირჩეოდა, რამაც დამწყებ მეცნიერს შესაძლებლობა მისცა მრავალი ტიპის ლაბორატორიაში სხვადასხვა მიმართულების ინსტრუმენტთან და მეთოდებთან ჰქონოდა აქტიური შეხება. მიღებული შედეგების გათვალისწინებით ანა ტრაპაიძის სადოქტორო ნაშრომი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და წლის ბოლოს სადოქტორო სკოლის წლის საუკეთესო ნაშრომებს შორის მოხვდა. ანა ტრაპაიძე წარმატებით ახერხებს სამეცნიერო კარიერისა და პირადი ცხოვრების წყარო:
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |