შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
გიორგი ტოგონიძე![]()
ბიოგრაფიაგიორგი ტოგონიძე დაიბადა 1905 წელს. ემიგრაციაში 1929 წელს წავიდა.1930 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობდა. 1953 წელს გიორგი ტოგონიძემ პარიზში გამოსცა ლექსების კრებული „ლტოლვილის სიმღერა“. მასში შესულია 21 ლექსი და ორი წერილი. თავფურცელი ქართულ და ფრანგულ ენებზეა, ლექსები და მოკლე პოლიტიკურ–ლიტერატურული შენიშვნები ოსმალეთზე – ქართულ ენაზე, ხოლო ქართული ცივილიზაციის ნარკვევი – ფრანგულ ენაზე. ემიგრანტი პოეტის ლექსები ხშირად იბეჭდებოდა პარიზში გამომავალ ჟურნალ „გუშაგში“: „ფშაველის მწუხრი“, „მტკვარი“, „ჩინართან“ (გუშაგი, N15, 1988); „სამშობლო“, „ჩემი წუხილი“, „ნიკო ფიროსმანი“, „რთველი“, „სანტა მარია“, „ქრის ქარი“ (გუშაგი, N17, 1988). გიორგი ტოგონიძის პოეზიის შეფასებისას „გუშაგის“ რედაქცია შენიშნავს: „გ. ტოგონიძე ისეთი პოეტია, რომელიც არა მარტო ჩვენს პატარა ემიგრანტულ საზოგადოებას, არამედ აგრეთვე თვით დედა–სამშობლოსაც დაამშვენებდა. მისი ლექსები არ არიან მყვირალნი და მაღალფარდოვანნი, ისინი, ავტორივით მორცხვობამდე მისული თავმდაბლობით ხასიათდებიან, მაგრამ რა სინაზე და რა ღრმა განცდებია მათში ამეტყველებული“ (გუშაგი, N4, 1985). გიორგი ტოგონიძე გარდაიცვალა1999 წელს. დაკრძალულია ლევილში. წყარო: 1. გიორგი ტოგონიძე // ილია ემიგრანტთა თვალით : ტ. 2 / შემდგ.-რედ.: დალი სინჯარაძე, ნათია ბებიაშვილი. - თბილისი, 1996. - გვ.289
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |