The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ონანა ქობულაშვილი–მდივანი

დაბადების თარიღი:1657
გარდაცვ. თარიღი:1728  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

პოეტი ონანა ქობულაშვილი–მდივანი კახელი თავადი იყო, კახეთის სამეფო კარის მდივან–მწიგნობრის შვილი და თავადვე მდივან–მწიგნობარი. ონანა მდივანი სავარაუდოდ 1757 ან 1658 წელს არის დაბადებული. იგი ერეკე I-ის შემდეგ კი მისი შვილების თეიმურაზ II–ისა და კონსტანტინეს მდივანია 1724 წლამდე. 1717-1723 წლებში, სანამ ქართლ–კახეთს შორის ომი ატყდებოდა ონანას ლიტერატურულ–შემოქმედებითი ურთიერთობა ჰქონდა ვახტანგ VI-სთან. ეს კავშირი იმით გაგრძელდა, რომ როდესაც ვახტანგი რუსეთში გადაიხვეწა, ონანაც თან გაჰყვა. ცხოვრობდა ჯერ ასტრახანში, ბოლოს – მოსკოვში. პოეტი 1728 წელს გარდაიცვალა.

ონანა მდივნის შემოქმედებაში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ანბანთქებას. როგორც ჩანს, ამით დაიწყო მისი პოეტური მოღვაწეობა, რასაც სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებდა. ქმნიდა სხვადასხვაგვარი აგებულების 16-მარცვლოვან ანბანთქებებს. ონანას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი „ქილილა და დამანას“ ლექსების პოეტურ დამუშავებაში. ონანა მდივანმა ასტრახანში დაწერა ვრცელი რომანტიკული ეპოსი „ბარამგულიჯანიანი“. სავარაუდოდ, ონანა მდივანი, როგორც სამეფო კარის მდივან–მწიგნობარი, კალიგრაფიულ საქმიანობასაც ეწეოდა. მიჩნეულია, რომ მისი გადაწერილია თეიმურაზ პირველის თხზულებათა საუკეთესო კრებული s 403.

წყარო:

1. დარჩია, ბორის. სტატიები "ქართული ლიტერატურის ისტორიის" მრავალტომეულისათვის : XVII, XVIII საუკუნეთა და XIX საუკუნის დასაწყისის ქართული ემიგრანტული მწერლობის საკითხები / ბორის დარჩია // ფილოლოგიური ძიებანი : ტ. 1 / ბ. დარჩია. - თბილისი, 2013. - გვ.117-149


გააზიარე: