Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
კონსტანტინე ერისთავი![]()
Biographyთავადი კონსტანტინე (კოტე) ერისთავი (ქსნის) დაიბადა 1836 წლის 23 მაისს სოფელ კარალეთში (ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი). მამა - ბიძინა რევაზის ძე ერისთავი; დედა - თამარ იოსების ასული მელიქიშვილი. ოჯახის მამაკაცების უმეტესობა რუსეთის იმპერიის ჯარებში მსახურობდა. კოტესაც წარმატებული სამხედრო კარიერა ჰქონდა: 1864 წლის 3 ოქტომბრიდან პოდპორუჩიკია, იმავე წლის 24 ოქტომბერს ბრძოლებში თავის გამოჩენისთვის დააწინაურეს პორუჩიკად; 1869 წლის 13 სექტემბრიდან შტაბს-კაპიტანია; 1874 წლის 7 სექტემბრიდან - კაპიტანი; 1876 წლის 27 აპრილიდან - მაიორი; 1880 წლის 23 თებერვალს საბრძოლო წარჩინებისთვის დააწინაურეს პოდპოლკოვნიკად; 1891 წლისთვის პოლკოვნიკი იყო, თადარიგში კი გენერალ-მაიორის ჩინით გავიდა. გენერლის მაღალ სამხედრო წოდებას ატარებდნენ მისი ძმებიც - ნიკოლოზ და მიხეილ ერისთავები. კონსტანტინე ერისთავი მონაწილეობდა ყირიმისა (1853–1856) და რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომებში, ასევე, 1854-1855, 1857-1858 და 1860-1866 კომპანიებში. მეთაურობდა კავკასიის I მსროლელთა დრუჟინას. სიცოცხლის ბოლო წლები გორში გაატარა. ხელმძღვანელობდა ადგილობრივ სარეზერვო პოლკს და აგრეთვე, გორის მაზრის ყველა საჯარისო ნაწილს. იყო გორის ქალთა გიმნაზიის საპატიო მეურვე. სამხედრო კარიერის მანძილზე კოტე ერისთავს მიღებული ჰქონდა ორდენები: წმ. ანას მეორე ხარისხის მახვილებითა და მესამე ხარისხის მახვილებითა და ბაფთით; წმ. სტანისლავის მესამე ხარისხისა (მახვილებითა და ბაფთით) და პირველი ხარისხის; წმ. ვლადიმირის მეოთხე ხარისხის ორდენი. დაქორწინებული იყო სოფიო ალექსანდრეს ასულ ბებუთაშვილზე. მათ ოთხი შვილი ჰყავდათ: ნინო, ანასტასია, გიორგი და თამარი. კონსტანტინე ერისთავი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა 1897 წლის 2 მაისს, გორში. წყარო: 1. საქართველო : ენციკლოპედია: ტ. 3. - თბილისი, 2014. - გვ. 61. 2. გენერალ-მაიორი თავ. კონსტანტინე ბიძინას ძე ერისთავი [ნეკროლოგი] // ივერია. - 1897.-6 მაისი. - N87. - გვ.1; ცნობის ფურცელი. - 1897.-5 მაისი. - N188. - გვ.1. 3. nobility.pro/.../786-eristavi-ksanskij-konstantin-bidzinov...
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |