The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


დიმიტრი თამაზის (თომას) ძე ორბელიანი

დაბადების თარიღი:29 სექტემბერი, 1797
გარდაცვ. თარიღი:24 ოქტომბერი, 1868  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

თავადი დიმიტრი ორბელიანი, გენერალ-მაიორ თამაზ (თომა) მაკარის ძე ორბელიანისა და ქეთევან დავითის ძე ქობულაშვილის უფროსი ვაჟი, დაიბადა 1797 წლის 29 სექტემბერს.

1811 წლიდან დიმიტრი ორბელიანი ირიცხებოდა იმერეთის დედოფალ - ანას ამალაში. 1820 წლიდან მსახურობდა კავალერიაში პორუჩიკის წოდებით. თავი გამოიჩინა კავკასიის მთიელებთან ბრძოლებში. 1825 წელს მიიღო შტაბს-კაპიტნის ჩინი. 1929-1939 წლებში იყო ტფილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრის ხელმძღვანელი. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის (1828—1829), რუსეთ-ირანისა (1826—1828) და ყირიმის (1853—1856) ომებში.

1842 წლის 22 აგვისტოს ბრძანებით დიმიტრი ორბელიანი დააწინაურეს პოლკოვნიკად, 1845 წლის 6 ივლისს კი გენერალ-მაიორის წოდება უბოძეს. 1839-1848 წლებში იგი მსახურობდა კავკასიის ცალკეულ კორპუსში, 1856 წლის 6 აგვისტოს მას მიანიჭეს გენერალ-ლეიტენანტის წოდება. 1857 წლიდან სიკვდილამდე ირიცხებოდა იმავე კორპუსში საგანგებო დავალებათა შემსრულებლის რანგში.

დიმიტრი ორბელიანი თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი გახლდათ 1848-1856 წლებში.

1820 წლის 17 ივნისს დიმიტრი ორბელიანი დაქორწინდა ბაგრატ ბატონიშვილის ასულ ბარბარე ბაგრატიონ-გრუზინსკაიაზე (1804–1870), გიორგი XII -ის შვილიშვილზე. 1823 წელს ცოლ-ქმარს შეეძინა ქალიშვილი  - ვერა. ბარბარე აქტიურ მონაწილეობას იღებდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იყო თბილისის წმ. ნინოს ქალთა საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრი. მეუღლის დამსახურებების გამო მას ებოძა წმ. ეკატერინეს ორდენი (მცირე ჯვარი, 08.08.1849).

დიმიტრი ორბელიანის ჯილდოებს შორისაა, ორდენები: წმ. ანას მე-3 ხარისხის ბაფთით (1828) და პირველი ხარისხის (1851); წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხისა (1845) და მე-2 ხარისხის (1854) ; წმ. სტანისლავის პირველი ხარისხის (1848);; წმ. გიორგის მე-4 ხარისხის (1867); თეთრი არწივისა (1861) და წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენები;

გენერალ-მაიორი იყო დიმიტრის უმცროსის ძმა - მამუკა ორბელიანი.

დიმიტრი ორბელიანი გარდაიცვალა 1868 წლის 24 ოქტომბერს, თბილისში.

წყარო:

1. https://ru.wikipedia.org/.../Орбелиани,_Дмитрий_Тамаз. 


გააზიარე: