The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალექსანდრე ალავიძე

ალექსანდრე ალავიძე
დაბადების თარიღი:19??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ცნობები ალექსანდრე ალავიძის შესახებ მეტად მწირია. პოლონეთის არმიაში სამსახური 1922 წელს დაიწყო. იგი ჯერ კაპიტანია, ხოლო შემდეგ მაიორის ჩინი მიანიჭეს. თავიდანვე საავტომობილო ნაწილებში მსახურობდა. 1929-1930 წლებში ალექსანდრე ალავიძე ლოძში მე-4 საავტომობილო დივიზიაში ირიცხებოდა.

მეორე მსოფლიო ომში მისი მონაწილეობის მცირე დატალებია შემორჩენილი. ომს გადაურჩა და როგორც ჩანს ოჯახი არ შეუქმნია, რადგან ყველა დოკუმენტში იხსენიება უცოლოდ, გარდაიცვალა პოლონეთში და აქვეა დაკრძალული.

წყარო:

1. გრიშიკაშვილი, ამბროსი. პოლონეთის არმიის ზოგიერთი ქართველი კონტრაქტის ოფიცრის ბიორგაფია : ალექსანდრე ალავიძე // ქართველები პოლონეთში / ამბროსი გრიშიკაშვილი. - თბილისი, 2008. - გვ. 191.


გააზიარე: