The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ქეთევან დავრიშევი

ქეთევან დავრიშევი
ოფიციალური სახელი:ქეთევან დავრიშაშვილი
დაბადების თარიღი:5 აპრილი, 1965  (59 წლის)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

ქეთევან დავრიშევი (დავრიშაშვილი) დაიბადა 1965 წლის 5 აპრილს პარიზში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში. მისი დიდი პაპა დედის მხრიდან გახლდათ ნოე ჟორდანიას მთავრობის წევრი, მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი ნოე ხომერიკი. მამის მხრიდან კი მისი დიდი პაპა იყო ცნობილი გორელი ავიატორი და მფრინავი, სოციალ-ფედერალისტი იოსებ დავრიშევი.

საქართველოში კარგად იცნობენ ქეთევანის დედის, ანიკოს მამას - ვიქტორ ხომერიკს. იგი საფრანგეთში გაიზარდა და მთელი ცხოვრება იქ გაატარა, მაგრამ სიკვდილამდე საქართველოს მოქალაქედ დარჩა. ის იყო მსოფლიო ემიგრანტთა მთავარი კომიტეტის გამგეობის წევრი, ქართული ემიგრაციის სული და გული, სამშობლოდან ჩასულების უპირველესი მასპინძელი, პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაზე ერთ-ერთი მზრუნველი. განსაკუთრებით აღინიშნავია მისი ღვაწლი მენშევიკური მთავრობის საარქივო მასალების გადარჩენასა და საქართველოში დაბრუნებაში.

თანამედროვე ფილოლოგიის, კინოსა და თეატრის შესწავლის შემდეგ ქეთევან დავრიშევი მუშაობდა სხვადასხვა ჟურნალებში. გამოქვეყნებული აქვს მრავალრიცხოვანი შრომები ახალგაზრდობისათვის, წერს სცენარებს ფილმებისათვის, თარგმნის ქართულ ზღაპრებს ბავშვებისთვის,

მწერალმა 2004 წელს გამოაქვეყნა პირველი რომანი - "ყველაფერი კარგად იქნება". მომდევნო რომანმა - ,,შავი ზღვა" - 2010 წელს "ლანდერნოს" და "ვერსიონ ფემინა-ვირჟინის" ლიტერატურული პრემიები მოიპოვა, ხოლო 2011 წელს პრიზი "პრინცი-მორისი" სასიყვარულო რომანისათვის. წიგნი ითარგმნა გერმანულ, ქართულ, იტალიურ, ჰოლანდიურ და შვედურ ენებზე. 2012 წელს გამომცემლობა „საბინ ვესპიეზემ“ გამოსცა რომანი „განცალკევებულები“. რომანს კარგად შეხვდა ლიტერატურული კრიტიკა, წარმატებით სარგებლობს წიგნის მაღაზიებში და წარდგენილ იქნა RTL რადიოს და ჟურნალ Lire-ს პრიზზე. 2014 წელს იმავე გამომცემლობაში გამოიცა რომანი „ოთხი კედელი“.

ქეთევან დავრიშევის ნაწარმოებებში რეალური ამბებია აღწერილი ანუ ის, რაც მის  წინაპრებს გადახდათ თავს ემიგრაციამდე და ემიგრაციის შემდეგ. ქე­თე­ვა­ნი მხოლოდ ერთხელ ეწვია საქართველოს საკმაოდ დიდი ხნის წინ, როგორც ტურისტი. მან ქართული არ იცის. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, წიგ­ნებ­ში სა­ოც­რად კარ­გად აღ­წერს თა­ვი­სი ოჯახის ის­ტო­რი­ას და მკითხ­ვე­ლი აღ­მო­ა­ჩენს, რომ ეს ქალ­ბა­ტო­ნი კარ­გად იც­ნობს საქართველოს კუთხე­ებს, კე­თილ­გან­წყო­ბი­ლია ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თუ­ლის მი­მართ და განიცდის ყვე­ლა­ფერს, რაც აქ ხდე­ბა.

ქეთევან დავრიშევის ნაწარმოები „სხვა იოსები“ გამოქვეყნდა 2016 წელს. რომანმა „დე მაგოს“ (Deux Magots) პრემია დაიმსახურა. ავტორი წიგნის დასაწყისშივე გვიმხელს, რომ რომანის ინსპირაციის წყარო გახდა მისი დიდი ბაბუისა და იოსებ სტალინის საინტერესო და წინააღმდეგობრივი ურთიერთობა. ემიგრაციაში წასვლის შემდეგ იოსებ დავრიშაშვილმა დაწერა მოგონებების წიგნი საქართველოში გატარებულ ბავშვობასა და ახალგაზრდობაზე. მოგონებები 1979 წელს გამოიცა საფრანგეთში, სახელწოდებით - „აჰ, რამდენს ვხალისობდით ჩემ ძმაკაც სტალინთან ერთად“. მაშინ იოსებ დავრიშევი უკვე ცოცხალი აღარ იყო.  

იოსებ დავრიშევის მოგონებებზე დაყრდნობით ქეთევანი საინტერესოდ მოგვითხრობს ყმაწვილების ბავშვობასა და ყრმობაზე. ამ წიგ­ნის მი­ხედ­ვით, გა­მო­დის, რომ ქე­თე­ვა­ნის დი­დი ბა­ბუა იყო სტა­ლი­ნის ნა­ხე­ვარ­ძ­მა. თურ­მე, გა­რეგ­ნუ­ლა­დაც სა­ოც­რად ჰგავ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს. ამ­ბო­ბენ, - და­მი­ა­ნე დავ­რი­შაშ­ვილს, რო­მე­ლიც იყო გო­რის პრე­ფექ­ტი, კე­კეს­თან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, მის­გან შე­ე­ძი­ნა იოსე­ბი და ამა­ზე მთე­ლი გო­რი ლა­პა­რა­კობ­დაო.

ქეთევან დავ­რი­შაშ­ვი­ლის რამ­დე­ნი­მე წიგ­ნი - „შავი ზღვა“ (2012), „სარკმელი“ (2013) და „სხვა იოსები“ (2018), ქარ­თუ­ლად ქალ­ბა­ტონ­მა ცი­სა­ნა ბი­ბი­ლე­იშ­ვილ­მა თარ­გ­მ­ნა.

მწერალის და, ნათელა პროფესიით მუსიკოსი, მომღერალია. მისი შემოქმედება ნახევრად ფრანგული და ნახევრად ქართულია. თბილისში ჩაიწერა მომღერლის პირველი ალბომი  "50/50", რადგან ქართული ფოლკლორის ფრანგულ მუსიკასთან შეზავებისთვის აუცილებელი იყო ქართველი მუსიკოსების მონაწილეობა.

ქეთევან დავრიშევს ჰყავს სამი შვილი: დალი, თემო და ლუკა.  

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/ქეთევან_დავრიშევი

gza.kvirispalitra.ge/qveyana/istoriis.../3780-qis-stalinis-nakhevardzma-iyo-q.html


გააზიარე: