The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ოთარ ბიჭიაშვილი

ოთარ ბიჭიაშვილი
დაბადების თარიღი:1995  (29 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

23 წლის ოთო ბიჭიაშვილი უკვე ორი წელია მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს და წარმატებულ კომპანია Miscrosoft-ში მუშაობს პროგრამული ინჟინრის პოზიციაზე. მისი სამუშაო მოიცავს პროგრამული დეველოპმენტის სრულ ციკლს. აქ შედის: პროგრამის (ფუნქციონალური) დიზაინის შედგენა, განხორციელება, უზრუნველყოფა და ანალიზი.

ოთო 1995 წელს თბილისში დაიბადა. კომპიუტერული მეცნიერებები და ზოგადად, ელექტრონიკა ბავშვობიდანვე აინტერესებდა. უყვარდა რაღაცების დაშლა და აწყობა, ცდილობდა რამდენიმე გაფუჭებული ნაწილიდან აეწყო ერთი გამართული მოწყობილობა - კომპიუტერები, დისტანციური მანქანები და თვითმფრინავები. ნელ-ნელა კომპიუტერების პროგრამულმა მხარემაც დააინტერესა და ყურადღების დიდ ნაწილს უკვე ამ სფეროს უთმობდა. 12-13 წლის ასაკიდან პატარ-პატარა საიტების და პროგრამების კეთება დაიწყო, 15 წლისამ პირველად მიიღო შემოსავალი პროგრამირებით. ჯერ კიდევ მოსწავლე იყო, როცა დაიწყო კომპიუტერული თამაშების სერვერების გამართვა და სკოლის დამთავრების დროს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ სწავლას საზღვარგარეთ გააგრძელებდა.

ამერიკაში ოთო ბიჭიაშვილი შემთხვევით მოხვდა. სკოლის დაამთავრების შემდეგ თბილისში ჩააბარა გამოცდები (SAT, TOEFEL) და შედეგები ევროპის რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში გააგზავნა. საბოლოოდ არჩევანი გერმანიაზე შეაჩერა, რადგან ყველაზე კარგი დაფინანსება Jacobs University Bremen-იდან მიიღო. ამ უნივერსიტეტში გაიარა ბაკალავრიატის პროგრამა კომპიუტერულ მეცნიერებებში. დიპლომის ასაღებად კი ერთ-ერთი მოთხოვნა სტაჟირების გავლა იყო. ამ პერიოდისთვის მან უკვე იცოდა, რომ Microsoft-ს სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამები ჰქონდა და კომპანიაში თავისი CV გაგზავნა, ამას მოჰყვა გასაუბრებების რამდენიმე ეტაპი, ჯერ "სკაიპით", შემდეგ კი უკვე კოპენჰაგენის ოფისში პირისპირ გასაუბრებების სერია და საბოლოოდ მიიღო შემოთავაზება, რომ ზაფხულში აშშ-ში, Microsoft-ის მთავარ ოფისში გაევლო სამთვიანი სტაჟირება. სტაჟირების ბოლოს ოთარ ბიჭიაშვილმა შესთავაზეს, რომ სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნებულიყო კომპანიაში, როგორც სრულგანაკვეთიანი თანამშრომელი, რაზეც იგი სიხარულით დათანხმდა.

ოთარი ამბობს, რომ თავისი საქმე ძალიან უყვარს და ყოველდღიურად სამსახურში სიამოვნებით მიდის. გარემოც მეგობრული და თანამშრომლების კომფორტსა და პროდუქციულობაზე ორიენტირებულია. ჯერჯერობით აქ დარჩენას აპირებს, რადგან განვითარების ჯერ კიდევ ძალიან დიდი პოტენციალია. სამომავლოდ კი ფიქრობს, რომ  აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში და თავის გამოცდილებას ახალგაზრდებს გაუზიარებს.

წყარო:

1. https://www.allnews.ge/.../159292-როგორია-მუშაობა-microsoft-ში-23-წლის-ოთო...


გააზიარე: