შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ანა ყალიჩავა![]()
ბიოგრაფიაანა ყალიჩავა დაიბადა 1991 წელს თბილისში. სწავლობდა კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში, სადაც ხშირად ტარდებოდა ოლიმპიადები, კონფერენციები, კონკურსები და შემოქმედებითი, ინოვაციური აზროვნება ყალიბდებოდა. ფაქტობრივად, ანას პროფესიული არჩევანი კომაროვის სკოლამ განსაზღვრა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. თავდაპირველად თეორიული ფიზიკა აინტერესებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მიხვდა, რომ ექსპერიმენტები უფრო იზიდავდა… ბაკალავრიატის ბოლო კურსზე ანა ყალიჩავამ შვეიცარიაში, ციურიხის უნივერსიტეტში გაიარა პრაქტიკა ექსპერიმენტული ფიზიკის მიმართულებით. სწავლის ბოლო ეტაპზე გაუჩნდა კითხვები სამყაროს შემადგენლობისა და სიცოცხლის ფორმების შესახებ. ამ კითხვებზე საპასუხოდ კი აუცილებელი იყო სწავლის გაგრძელება ბიოფიზიკის მიმართულებით, რათა ფიზიკასთან ერთად უფრო ღრმად შეესწავლა ბიოლოგია და ქიმია. ციურიხის უნივერსიტეტის ხელმძღვანელის რეკომენდაციით ანა პრაქტიკის გასავლელად აშშ-ში გაემგზავრა. იქ სხვადასხვა ბიოფიზიკური მეთოდებით ცილების ურთიერთქმედებას სწალობდა. შემდგომ იყო მაგისტრატურა ტეხასის სამედიცინო უნივერსიტეტში მკვლევარ-ასისტანტის სტატუსით (2013 წ.). სამაგისტრო პროექტზე მუშაობისას კოლაბორაციაში იყო ბერკლის უნივერსიტეტთან და მათთან ერთად სტატიაც გამოაქვეყნა. მაგისტრატურის შემდგომ კი მუშაობდა გერმანიაში, მაქს პლანკის ინსტიტუტში მექანიკო-ბიოლოგიის მიმართულებით, პარალელურად ემზადებოდა დოქტორანტურაზე სწავლის გასაგრძელებლად. რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ აირჩია მუშაობა დელფტის (ჰოლანდია) ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ამჟამად მუშაობს პროექტზე, რომელიც სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროცესს - უჯრედების გაყოფის ციკლს შეისწავლის. ძირითადი პროექტის გარდა, მუშაობს სამეცნიერო სტარტაპზე, რომელიც ალკოჰოლური სასმელების გამოხდის ახალ მეთოდს გვთავაზობს. კორესპონდენტის კითხვაზე მომავალი გეგმების შესახებ, ანა ყალიჩავა პასუხობს, - „ჩემი მომავალი და გეგმები საქართველოს უკავშირდება. ვერ წარმომიდგენია ცხოვრება იმ ყველაფრის გარეშე, რამაც მე, როგორც პიროვნება და როგორც მეცნიერი, ჩამომაყალიბა. ვფიქრობ, სტუდენტების აყვანას საქართველოდან, რომლებსაც სამაგისტრო კვლევების ჩატარებაში დავეხმარები და ვუხელმძღვანელებ. თუმცა აქ მხოლოდ მეცნიერებაზე არ არის საუბარი... ბევრი ოცნება მაქვს და ყველა საქართველოს ფარგლებში ექცევა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შევცვალო ის, რაც მე გამოვიარე. მინდა, მომავალ თაობას უკეთესი გარემო ჰქონდეს, რათა კომფორტულად შეძლონ თავიანთი ინტერესების და უნარების აღმოჩენა“. წყარო: 1. https://www.ambebi.ge/.../215116-gaicanit-kartveli-gogona-romelic-msoplios-saukete...
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |