The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ჩახნაშვილი თეა

ჩახნაშვილი თეა
დაბადების თარიღი:1984  (40 წლის)
კატეგორია:დიზაინერი

ბიოგრაფია

34 წლის ქართველმა დიზაინერმა თეა ჩახნაშვილმა 2011 წელს დაამთავრა პარიზის მოდის აკადემია, ხოლო მაგისტრატურა 2013 წელს მილანში, DOMUS ACADEMY-ში FASHION DESIGN-ში გაიარა.

სამაგისტრო კურსის დამთავრების შემდეგ, თეამ, საქართველოში დაბრუნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მიიღო სტაჟირების შემოთავაზება ქალის ტანსაცმლის luxury ბრენდისგან ANTONIO BERARDI,  რასაც სიამოვნებით დათანხმდა და დღეს ამ კომპანიაში მუშაობს უფროსი დიზაინერის პოზიციაზე.

თეა ჩახნაშვილი ANTONIO BERARDI-ში ხელმძღვანელობს დიზაინერების გუნდს და პასუხისმგებელია READY-TO-WEAR კოლექციისა და სხვა საკონსულტაციო პროექტების კრეატიულ პროცესზე, იდეის გენერირებიდან მისი ტექნიკური შესრულების ჩათვლით.

წყარო:

https://at.ge/2018/02/23/kartvelebi_sazgvargaret/

 

 


გააზიარე: