შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ვახტანგ ქართველიშვილი![]()
ბიოგრაფიაქართველ ფიზიკოსთა დიდი ნაწილი მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებში მოღვაწეობს. მათ რიცხვს განეკუთნება დიდ ბრიტანეთში მოღვაწე მეცნიერი, ფიზიკოსი ვახტანგ ქართველიშვილი. მისი სამეცნიერო კარიერა 1980-იან წლებში დაიწყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ასპირანტურაში სწავლის სამწლიანი პერიოდი რუსეთში, პროტვინოს ინსტიტუტში გაატარა. პროტვინოდან საბჭოთა კავშირის განათლების სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივი პროექტით, 10-თვიანი გაცვლითი პროგრამით სტაჟირებისთვის უცხოეთში ვახტანგ ქართველიშვილმა აქტიური სამეცნიერო მოღვაწეობა გააჩაღა, მჭიდრო კონტაქტი დაამყარა იქ მოღვაწე მეცნიერებთან და მათთან ერთობლივი მუშაობით რამდენიმე სამეცნიერო ჟურნალშიც გამოაქვეყნა სტატიები. სამშობლოში საბჭოთა კავშირის ნგრევის მძიმე პერიოდში დაბრუნდა. მეცნიერებისთვის არავის ეცალა, პირიქით, რაც შექმნილი იყო ისიც ინგრეოდა, ვახტანგს კი პროფესიით მუშაობა სურდა და არ უნდოდა რომ სხვა, შედარებით დაბალი კვალიფიკაცით დასაქმებულიყო. 1995 წელს ქართველი ფიზიკოსი დაუკავშირდა კოლეგებს მანჩესტერის უნივერსიტეტში და მათგან შეიტყო, რომ იქ, ამ დროს ლექტორის დროებითი შტატი განთავისულდა. საერთო კონკურსში გამარჯვების შემდეგ იგი ამ თანამდებობაზე დაინიშნა. დღესდღეობით ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ ქართველიშვილი არის CERN– ის ასოცირბული თანამშრომელი და ლანკასტერის უნივერსიტეტის პროფესორი. მეცნიერი წარმატებით უთავსებს ერთმანეთს პედაგოგიურ და კვლევით მოღვაწეობას. წყარო: 2. ქართველ ფიზიკოსთა გზა უნივერსიტეტიდან CERN-ამდე // თსუ მეცნიერება : სამეცნიერო პოპულარული ჟურნალი. - თბილისი, 2011. - დეკემბერი. - N1. - გვ.20-25
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |