The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ვახტანგ ქართველიშვილი

ვახტანგ ქართველიშვილი
დაბადების თარიღი:196?
კატეგორია:ფიზიკოსი

ბიოგრაფია

ქართველ ფიზიკოსთა დიდი ნაწილი მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებში მოღვაწეობს. მათ რიცხვს განეკუთნება დიდ ბრიტანეთში მოღვაწე მეცნიერი, ფიზიკოსი ვახტანგ ქართველიშვილი. მისი სამეცნიერო კარიერა 1980-იან წლებში დაიწყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ  ასპირანტურაში სწავლის სამწლიანი პერიოდი რუსეთში, პროტვინოს ინსტიტუტში გაატარა. პროტვინოდან საბჭოთა კავშირის განათლების სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივი პროექტით, 10-თვიანი გაცვლითი პროგრამით სტაჟირებისთვის
გააგზავნეს  ბრიტანეთში, მანჩესტერის უნივერსიტეტში.

უცხოეთში ვახტანგ ქართველიშვილმა აქტიური სამეცნიერო მოღვაწეობა გააჩაღა, მჭიდრო კონტაქტი დაამყარა იქ მოღვაწე მეცნიერებთან და მათთან ერთობლივი მუშაობით რამდენიმე სამეცნიერო ჟურნალშიც გამოაქვეყნა სტატიები. სამშობლოში  საბჭოთა კავშირის ნგრევის მძიმე პერიოდში დაბრუნდა. მეცნიერებისთვის არავის ეცალა, პირიქით, რაც შექმნილი იყო ისიც ინგრეოდა, ვახტანგს კი პროფესიით მუშაობა სურდა და არ უნდოდა რომ  სხვა, შედარებით დაბალი კვალიფიკაცით დასაქმებულიყო. 1995 წელს ქართველი ფიზიკოსი დაუკავშირდა კოლეგებს მანჩესტერის უნივერსიტეტში და მათგან შეიტყო, რომ იქ, ამ დროს ლექტორის  დროებითი შტატი განთავისულდა. საერთო კონკურსში გამარჯვების შემდეგ იგი ამ თანამდებობაზე დაინიშნა.
სპეიალობით ვახტანგ ქართველიშვილი თეორეტიკოსი ფიზიკოსია, მაგრამ მისი სამსახური ფინანსდებოდა ორი წყაროდან – თეორეტიკოსებისა და ექსპერიმენტული ჯგუფებისგან. ამიტომ იგი მუშაობდა ექსპერიმენტული ჯგუფებისთვის და მათი დავალებით სწავლობდა დეტექტორის ეფექტებს, ანუ უნდა გარკვეულიყო დეტექტორმა რაც დაამახინჯა, იმის პირველადი განაწილება როგორი იყო. ეს საკმაოდ აქტუალური პრობლებაა და მათემატიკურად არ არის ბოლომდე განსაზღრვული.
ვახტანგმა შეიმუშავა თავისი მეთოდი, რომელიც საკმაოდ პოპულარული გახდა. ეს ნაშრომი გამოქვეყნდა 1996 წელს და ამჟამად იგი გამოყენებულია 100-ზე მეტ ანალიზში.
ვახტანგ ქართველიშვილის პირველი კონტაქტები CERN-თან (ატომური ფიზიკის  ევროპული ცენტრი)  ჯერ კიდევ მოსკოვში ყოფნის პერიოდს უკავშირდება. მაშინ იგი შეხვდა CERN– ში მშენებარე ახალი ექსპერიმენტის CMS-ის წარმომადგენლებს, რომლებიც დაინტერესდნენ თეორიით, რომელზეც მუშაობდა მისი ჯგუფი – ეს იყო არსებული სუპერ სინათლური თეორიის ერთ-ერთი განშტოება.
ფიზიკოსი აგრძელებს CERN-თან თანამშრომლობას: როგორც მანჩესტერის უნივერსიტეტის  ექსპერიმენტატორი ჯგუფის წევრი იგი მუშაობდა CERN-ის წინა ამაჩქარებელის  ერთ-ერთი  ექსპერიმენტში - OPMM. ამჟამად მუშაობს “ატლასის“ ექსპერიმენტში და რამდენიმე ანალიზში იღებს მონაწილოებას, ეს არის კვარკოლიუმის ფიზიკა, ანუ მძიმე კვარკების ბმული მდგომარეობების შესწავლა.

დღესდღეობით ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ ქართველიშვილი არის CERN– ის ასოცირბული თანამშრომელი და  ლანკასტერის უნივერსიტეტის პროფესორი. მეცნიერი წარმატებით უთავსებს ერთმანეთს პედაგოგიურ და კვლევით მოღვაწეობას.

წყარო:

1. mastsavlebeli.ge/?p=3525

2. ქართველ ფიზიკოსთა გზა უნივერსიტეტიდან CERN-ამდე // თსუ მეცნიერება : სამეცნიერო პოპულარული ჟურნალი. - თბილისი, 2011. - დეკემბერი. - N1. - გვ.20-25


გააზიარე: