The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


თეიმურაზ ფირაშვილი

თეიმურაზ ფირაშვილი
დაბადების თარიღი:21 იანვარი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი

ბიოგრაფია

თეიმურაზ ფირაშვილი დაიბადა 1954 წლის 21 იანვარს სოფელ ნუკრიანში (სიღნაღის რაიონი). 1971 წელს წარჩინებით დაამთავრა კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა, 1976 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, ხოლო 1979 წელს ამავე ფაკულტეტთან არსებული ასპირანტურა.

1981 წელს, ბელორუსიის მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში დისერტაციის დაცვის შემდეგ, ახალგაზრდა მეცნიერს მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 2000 წელს ვარშავის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მოიპოვა ჰაბილიტერებული დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, რომლის ბაზაზეც 2002 წელს თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტმა მას  მიანიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

1980-1982 წლებში თემურ ფირაშვილი მუშაობდა თბილისის კიბერნეტიკის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1982 წლიდან 2006 წლამდე - ანდრეა რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში, ჯერ უმცროს მეცნიერ, შემდეგ კი უფროს მეცნიერ თანამშრომლად (1988- 2000 წლებში); 2000 წლიდან გადაიყვანეს  წამყვან მეცნიერ თანამშრომლად, ხოლო 2006 წლიდან ის იგივე ინსტიტუტის საპატიო თანამშრომელია.

2006 წლიდან ქართველი მათემატიკოსი მუშაობს დიდ ბრიტანეთში, ლესტერის უნივერსიტეტში, ჯერ ლექტორად, ხოლო 2007 წლის მერე კი პროფესორად (Reader). ის არის  ჰუმ­ბოლ­ტის სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი (1999) და საფ­რან­გე­თის რიგი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის (სტრას­ბურ­გი, ნიცა, ნან­ტი, მონ­პე­ლიე, პა­რი­ზი-13) სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცი­ე­ბის ჟი­უ­რის წევ­რი. მისი ხელძღვანელობით დაიცვეს დისერტაციები - რევაზ ქურდიანმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბირგიტ რიხტერმა - ბონის უნივერსიტეტში, მაიკლ რობინსონმა ლესტერის უნივერსიტეტში...

2000 წელს თეიმურაზ ფირაშვილი მოხსენებით გამოვიდა ნიკოლა ბურბაკის სემინარზე. იგი ავტორია 80-ზე მეტი ნაშრომისა, რომელთა უმრავლესობა გამოქვეყნებულია დასავლეთის წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში. არის ჟურნალ “Extracta Mathematicae” სარედაქციო კოლეგიის წევრი.

მეცნიერი სიტემატურად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში, არა მარტო როგორც მოწვეული მომხსენებელი, არამედ როგორც თანაორგანიზატორიც. მაგალითად: იყო 1999 რინგბერგში და სტრასბურგში ჩატარებული კონფერენციათა თანაორგანიზატორი. მსგავსი ფუნქცია ჰქონდა 2000 წელს ლუმინში, 2005 წელს სანტიაგო-დე-კომპოსტელაში, 2008 წელს ბონში და 2009 წელს ლესტერში გამართულ კონფერენციებში. 2013 წელს წაიკითხა ორი მოხსენება, შეფილდის უნივერსიტეტსა და ნიუტონის ინსტიტუტში (კემბრიჯი).

თემურ ფირაშვილს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

წყარო:

1. science.org.ge/old/Election%202013/Pirashvili%20Auto%20CV.pdf


გააზიარე: