The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


სერგეი ალექსის ძე ფანჩულიძე

სერგეი ალექსის ძე ფანჩულიძე
Date of birth:7 November, 1855
Date of death:30 July, 1917  (at 61 years)
Category:Historian

Biography

სამხედრო ისტორიკოსი, თავადი სერგეი ფანჩულიძე  (ფანჩულიძევი) დაიბადა 1855 წლის 7 ნოემბერს პენზაში. ის სარატოვის გუბერნატორის, ალექსი დავითის ძე ფანჩულიძის შვილიშვილია. მისი მშობლები იყვნენ: სახელმწიფო მოხელე ალექსი ალექსის ძე ფანჩულიძე (1816-1880) და ნატალია პავლეს ასული ვიგელი (1824-1896). ალექსი ფანჩულიძეს 1871–1873 წლებში პენზის მაზრის თავადაზნაურთა მეთაურის პოსტი ეკავა. ფანჩულიძეთა გვარი 1848 წლიდან შეტანილია „პენზის გუბერნიის საგვარტომო წიგნში“.

კავალერისტთა სასწავლებელში, სადაც სწავლობდა სერგეი ფანჩულიძე მისი გვარი ამოტვიფრულია მარმარილოს დაფაზე. მისი ცხოვრების გზა ბავშვობიდან განისაზღვრა და სამხედრო სამსახურს მიეძღვნა. 1874 წლის 7 აგვისტოს სერგეი ალექსის ძე უმცროსი ვახმისტრობიდან გადაიყვანეს საკავალერგარდო პოლკის კორნეტად; 1874-1875 წლებში ის სასწავლო რაზმის ხელმძღვანელის თანაშემწე იყო.

1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს სერგეი ფანჩულიძე მიავლინეეს ლეიბ-გვარდიის ჰუსართა პოლკში და მონაწილეობდა ბრძოლებში ტელიშთან, ხან-პრავენცთან, ეტროპოლთან და სხვ.; მიღებული აქვს ორდენები: წმ. ანას მეოთხე ხარისხის და წმ. სტანისლავის მასამე ხარისხის მახვილებითა და ბაფთით.

1878 წელს სერგეი ალექსის ძემ ჩააბარა ნიკოლოზ I-ის სახელობის გენერალური შტაბის აკადემიაში; 1881 წელს გახდა შტაბს-როტმისტრი; ამავე წელს დაამთავრა აკადემიის კურსი მეორე თანრიგით, მაგრამ უარი თქვა გენერალურ შტაბში გადასვლაზე და პოლკში დაბრუნდა, სადაც 1881 წლის 29 მაისიდან 1883 წლის 10 ივლისამდე მსახურობდა პოლკის სასამართლოს საქმის მწარმოებლად; 1882 წლიდან ხელმძღვანელობდა სასწავლო ჯგუფს; მონაწილეობდა საცხენოსნო შეჯიბრებებში და მოგებული აქვს პრიზები.

1884 წლის 16 აპრილს სერგეი ფანჩულიძე თადარიგში გავიდა ჩინით - როტმისტრი მუნდირით; 1884 წლიდან 1892 წლამდე იყო მაზრისა და გუბერნიის ხმოსანი, სარატოვის სამაზრო ერობის სანიტარული საბჭოს თავმჯდომარე, საპატიო მომრიგებელი მოსამართლე; 1987 წლიდან სარატოვის გუბერნიის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე; 1891-1992 წლებში სარატოვის მაზრის წინამძღოლი.

1999 წლის 11 იანვარს იგი ჩაირიცხა საიმპერატორო კარის სამინისტროს შემადგენლობაში, სამხედრო ჩინისა და მუნდირის შენარჩუნებით; 1903 წელს კი დაინიშნა სახელმწიფო საბჭოს არქივის მმართველად; 1906 წელს კვლავ აირჩიეს მაზრისა და გუბერნიის ხმოსნად სარატოვის მაზრაში.

სერგეი ფანჩულიძე იყო რუსეთის საიმპერატორო სამხედრო-ისტორიული საზოგადოებისა და მოსკოვის არქეოლოგიური ინსტიტუტის წევრი; აგრეთვე, სარატოვის და ტამბოვის საარქივო კომისიების წევრი.

1883 წლის 24 აპრილს სერგეი ალექსის ძე დაქორწინდა თავის დეიდაშვილზე, ნადეჟდა ბორისის ასულ პოლტორაცკიზე (1861-1924).მათი შვილებია: ანნა (1884-85), სერგეი(1886), იური (1887) და ტატიანა (1891).

სერგეი ფანჩულიძე გარდაიცვალა სანკტ-პეტერბურგში, 1917 წლის 30 ივლისს. მას ეკუთვნის სხვადასხა ხასიათის ნაშრომები და პუბლიკაციები. მათ შორის: მრავალტომეულები «История Кавалергардов»; «Сборник биографий кавалергардов»; ასევე საბუნებისმეტყველო საკითხებისადმი მიძღვნილი: «Земство и медицина в Саратовском уезде», «Заметки по травосеянию» და სხვა.

წყარო:

1. https://ru.wikipedia.org/.../Панчулидзев,_Сергей_Алек...

2. http://nobility.pro/ru/statya/639-panchulidze-sergej-alekseevich


Share: