შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ნადირაძე. მარიამ![]()
ბიოგრაფია23 წლის მარიამ ნადირაძე მსოფლიოს უდიდესი კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაციის, Microsoft-ის პირველი ქართველი თანამშრომელი გახდა. მან გასაუბრების რამდენიმე ეტაპი წარმატებით გაიარა და ვაშინგტონის ოფისში სერვის ინჟინრის (Service Enginner) პოზიციაზე დაინიშნა. მარიამი თბილისში დაიბადა. აქვე დაამთავრა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია და სწავლა აშშ-ის აიოვას შტატში Grinnell College-ში განაგრძო, რომელიც 2019 წელს წარმატებით დაასრულა. „გრინელის კოლეჯში კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე კომპიუტერული თამაშების სიყვარულის გამო ჩავაბარე. ბავშვობიდანვე თავისუფალ დროს, ძირითადად, კომპიუტერულ თამაშებს ვუთმობდი, თუმცა ძალიან მიყვარს კითხვაც და რომ ვუფიქრდები, უბრალოდ, თხრობის (Storytelling) ხელოვნება მომწონს”, – ამბობს მარიამ ნადირაძე. კომპიუტერული მეცნიერების გარდა, მარიამს შესაძლებლობა ჰქონდა კოლეჯში მისთვის საინტერესო სხვა საგნებიც საფუძვლიანად შეესწავლა, რაც ძალიან გამოადგა წერის სტილისა და ანალიტიკური აზროვნების დახვეწაში. ამერიკული სასწავლო გარემოსთვის დამახასიათებელია, რომ კოლეჯი კონტაქტს ინარჩუნებს ყველა კურსდამთავრებულთან და ეხმარება სტუდენტებს (ფინანსურად/ფონდით, პირადი კონტაქტით და რჩევებით, ა.შ.). ახალგაზრდა სპეციალისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამერიკაში სწავლისა და ცხოვრების გამოცდილება დაეხმარა მარიამს საკუთარი მომავლის დაგეგმვაში. გამოწვევები და გეგმები კი მრავლად აქვს: „პირველ რიგში, ადაპტაცია და ჩემს გუნდთან სინქრონიზირება, მერე კარიერაში გზის გაკვლევა... ხოლო, უახლოეს მომავალში მინდა კარგად ჩამოვყალიბდე და ასე ვთქვათ, ფესვები გავიდგა „მაიკროსოფტში“. საქართველოშიც მინდა რამე გავაკეთო – თავს მუდამ იღბლიანად ვთვლიდი იმ განათლებისთვის, რაც ჩემმა მშობლებმა და სკოლებმა მომცეს, ბევრს არ აქვს იგივე შესაძლებლობა და შესაბამისად, მინდა, ჩემი რესურსები მაქსიმალურად გამოვიყენო“, - ამბობს მარიამ ნადირაძე. წყარო: 1. https://1tv.ge/.../pirveli-qartveli-gogona-romelic-maikrosoftis-tanamshromeli-gakhda/
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |