შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
კახაბერ აბაშიძე![]()
ბიოგრაფია2019 წლის ივლისის დასაწყისში რუსეთში Walt Disney Company CIS-ის გენერალურ დირექტორად კახაბერ აბაშიძე დაინიშნა. პარალელურად ის უხელმძღვანელებს დსთ-ს ქვეყნების, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალურ სამსახურებს. Walt Disney Company CIS ევროპაში, შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში (EMEA) მდებარე დისნეის კომპანიის მოსკოვის ფილიალია, ის დისნეის არხის რუსულ ვერსიას ფლობს და ამუშავებს. უმაღლესი განათლება კახა აბაშიძემ საქართველოში მიიღო. მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, ისევე, როგორც ამავე უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მოგვიანებით კი ლონდონის უნივერსიტეტში საერთაშორისო მენეჯმენტს დაეუფლა. რუსული Disney-ის ახალი დირექტორი 1996 წლიდან მუშაობდა კომპანიებში Turner-ი და Fox-ის რუსულ წარმომადგენლობაში. ის 7 წლის განმავლობაში იყო Fox International Channels-ის რეგიონული დირექტორი და Jetix Europe-ის გენერალური დირექტორი. როგორც Disney-ს ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, კახა აბაშიძე კომპანიას 2008 წელს შეუერთდა. მან EMEA-ს ქვეყნებში ტელეარხების დისტრიბუციის დარგში ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია დაიკავა და კურირებდა კომპანიის საქმიანობას ევროპაში, შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში. მის მოვალეობაში შედიოდა იტალიის, ესპანეთის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, აფრიკის ტელეარხებზე და განვითარებად ბაზრებზე დისტრიბუცია. 2014 წლიდან კახაბერ აბაშიძე Disney-ის მედიადისტრიბუციის განვითარებაზე საბერძნეთში, იტალიასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც მუშაობდა. ხელმძღვანელობდა Disney-ს ოფისებს თურქეთში, საბერძნეთში, ისრაელსა და ახლო აღოსავლეთში. კახა აბაშიძე ლონდონში მოღვაწე ცნობილი პრიმა-ბალერინას, ელენე გლურჯიძის მეუღლეა. ბალერინა ინგლისის ნაციონალურ ბალეტს 2002 წლიდან შეუერთდა და 2007 წლიდან პრიმას სტატუსს ატარებდა. აღსანიშნავია, რომ ის ცნობილი ფრანგი დიზაინერის ლაგერფელდის მუზა გახლდათ. 2009 წელს, ნაციონალური ბალეტის საიუბილეო წლისთვის, კარლ ლაგერფელდმა სწორედ ელენესთვის შექმნა „მომაკვდავი გედის“ ექსკლუზიური და მართლაც განუმეორებელი კაბა, რომელშიც ცეკვის უფლება მხოლოდ ქართველ ბალერინას აქვს. ელენე გლურჯიძესა და კახა აბაშიძეს ჰყავთ ვაჟი – სანდრო. წყარო: https://www.ambebi.ge/.../236184-vin-aris-kartveli-romelic-disney-s-kompaniashi-dir...
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |