The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


თეონა დვალი

თეონა დვალი
დაბადების თარიღი:1985  (34 წლის)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

„რო­გორც მშობ­ლე­ბი მიყ­ვე­ბი­ან, სიმ­ღე­რა სა­უბ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად და­მი­წყია. 3 წლის ვი­ყა­ვი, როცა საკ­მა­ოდ გა­მარ­თუ­ლად და სწო­რად ვმღე­რო­დი. ჩვენს ოჯახ­ში ძა­ლი­ან უყ­ვართ მუ­სი­კა. ყვე­ლა მღე­რის, მაგ­რამ მე ერ­თა­დერ­თი ვარ, ვინც სიმ­ღე­რა პრო­ფე­სი­ად გა­ი­ხა­და“, - გვიყვება თეონა დვალი.

დაიბადა 1985 წელს თბილისში. დედა - მუ­სი­კო­სი, პე­და­გო­გია. მამა — თემურ დვალი, ფი­ნან­სისტ-ეკო­ნო­მის­ტი. დე­დას ყო­ველ­თვის და­ყავ­და სა­ბავ­შვო კონ­კურ­სებ­სა და ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე. 12 წლის იყო, როცა გაი­მარ­ჯვა ბორ­ჯო­მის ფეს­ტი­ვალ­ზე "ბრო­ლის ნაძ­ვი". გრან-პრი ჟიურის თავმჯდომარემ, ნანი ბრეგვაძემ გადასცა და შემ­დგო­მი წარ­მა­ტე­ბე­ბიც უ­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა. იმ დღიდან უკვე იცოდა, რომ მომღერალი გახდებოდა. სკოლის პერიოდში თეონა დვალი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კო­ნსერ­ვა­ტო­რი­ას­თან არ­სე­ბულ მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში. კონსერვატორიაში ერთდროულად ორ ფაკულტეტზე ჩააბარა. 2006 წელს დაამთავრა ბაკალავრიატი, როგორც მუსიკისმცოდნემ და ვოკალისტმა, ხოლო, 2009 წელს ვოკალის სპეციალობით მაგისტრატურაც დაასრულა. კონსერვატორიაში მისი ვოკალის პედაგოგი აღმოჩნდა გულიკო კარიაული, რომ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბადაც მი­იჩ­ნევს თავის წარმატებულ მუსიკალურ კარიერას. 

საოპერო სპექტაკლებში მონაწილეობა სტუდენტობის წლებში დაიწყო. გამოდიოდა თბილისის კონსერვატორიისა და ზაქარია ფალიშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენებზე. დირიჟორ რეზო ტაკიძის მადლიერია, რომ საშუალება მისცა კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში სწავ­ლი­სას სპექ­ტაკ­ლებ­შიც მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა: მო­ცარ­ტის "ჯა­დოს­ნურ ფლე­ი­ტა­ში" შეას­რუ­ლა ორი როლი; "ტრა­ვი­ა­ტა­ში" ვი­ო­ლე­ტას პარტია ჯერ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში იმღერა, შემ­დეგ ოპე­რა­ში. ეს სპექ­ტაკ­ლი გივი გა­ჩე­ჩი­ლა­ძის 80 წლის იუ­ბი­ლეს მი­ე­ძღვნა.

2008 წელს, თბილისის კონ­სერ­ვა­ტო­რიის მაგისტრატურა  არ ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი, როცა იტა­ლი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა ცნო­ბი­ლი სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლის რე­ნა­ტა სკო­ტოს მას­ტერ-კლას­ზე. ახალგაზრდა მომღერალს გაუმართლა და ამ ლეგენდარულმა შემსრულებელმა სტუდენტად აიყვანა.

მაესტროსთან მუშაობა წარმატებული აღმოჩნდა. ნაყოფიერი ერთობლივი შრომის შედეგად თეონა დვალი იტალიაში დარჩა. 2008-2011 წლებში საოპერო ხელოვნებას რომის სანტა-ჩეჩილიას აკადემიის საოპერო სტუდიაში ეუფლებოდა. 2010 წელს გაიმარჯვა რომში ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსში და იტალიაში გამართულ ვოკალისტთა I საერთაშორისო კონკურსზე სპეციალური პრიზიც დაიმსახურა ბელკანტოს არიის საუკეთესო შესრულებისთვის. იმავე წელს ტენორ ჯორდანო ლუკოისთან ერთად წარდგა მსმენელის წინაშე და „რიგოლეტოში" ჯილდას პარტია შეასრულა.

2011 წელს სანქტ-პეტერბურგის მარიას თეატრის სცენაზე დადგმულ დონიცეტის ოპერა სიყვარულის ნექტარში" შესრულებული ადინას პარტია თეონა დვალისთვის დებიუტად იქცა. ეს ამბავი შემთხვევით მოხდა. დირიჟორმა ვალერი გერგიევმა მას  "თეთ­რი ღა­მე­ე­ბის" ფეს­ტი­ვალ­ის დახურვის ცერემონიალზე მოუსმინა და სასწრაფოდ შეიყვანა სპექტაკლში მომღერალ ანა ნეტრებკოს ნაცვლად, რომელმაც ლა-სკა­ლას სე­ზო­ნის გახ­სნა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის გამო ვერ მო­ა­ხერ­ხა პეტერბურგში ჩას­ვლა. მიუხედავად იმისა, რომ თეონა  ამ პარტიას პირველად ასრულებდა, მისი გამოსვლა წარმატებული აღმოჩნდა და მუსიკის კრიტიკოსთა დადებითი რეცენზიები დაიმსახურა.

2014 წლიდან ქართველი მომღერალი მარიას თეატრში მიწვეული სოლისტია.

2017 წელს თეონა გათხოვდა, მისი რჩეულია იტალიელი ბიზმნესმენი ჯაკომო რაკუნო. მომავალი მეუღლე მან ექვსი წლით ადრე მოსკოვში გაიცნო, სადაც მონაწილეობდა პლასიდო დომინგოს სახელობის კონკურსში. მათი ნაცნობობა შემდეგ სოციალური ქსელით გაგრძელდა და ორი გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა - საქართველოში და იტალიაში.

წყარო:
1. gza.kvirispalitra.ge/sakhe/5145-theona-dvali-italiel-biznesmenze-thkhovdeba.html

 

2. tbiliselebi.ge/index.php?newsid=268451189

3. sstv.ge/2019/07/12/შაქრით-თუ-უშაქროდ-გადაც/


გააზიარე: